fbpx

ლიმიტირებული კოლექციები ქართველი არტისტებისგან


გააზიარე სტატია

ავტორი: თამუნა გეფერიძე

At.ge წარმოგიდგენთ ქართველი არტისტების მიერ ბოლო დროს გამოშვებულ ლიმიტირებულ კოლექციებს.

 

“მებრძოლი მაისურები” 

 

View this post on Instagram

 

A post shared by CES Records (@ces_records)

„მებრძოლი მაისურები“ ნიკა მაჩაიძის, იგივე Nikakoi-ისა და Flying Painter-ის კოლობორაციით შექმნილი ახალი პროექტია.  კონცეპტუალური ტანსაცმლის ხაზი მაჩაიძის  ნახატებით გაფორმებულ კოლექციას გვთავაზობს. ყოველი მაისური ანიმეს თითო გმირის პრინტს ატარებს, თითოეულ პერსონაჟს კი თავისი ისტორია, დიზაინი და მუსიკალური თემაც კი აქვს და ერთი დიდი იდეის, არარსებული ანიმეს ნაწილს წარმოადგენს. შეფუთვა, რომელიც „მერჩს“ ახლავს, ასევე პროექტის განუყოფელი ნაწილია, სასაჩუქრე ყუთზე გამოსახულია არჩეული გმირის დიზაინი და მოთხრობილია მისი ისტორია. 

„მებრძოლის მაისურები“  წარმოდგენილია „მფრინავი მღებავის“ მაღაზიაში, ფაბრიკის ტერიტორიაზე.

 

 

Jesus Star

 

View this post on Instagram

 

A post shared by @jesus__star

Jesus Star ახალგაზრდა მსახიობისა და არტისტის, ლაშაო გაბუნიას კონცეპტუალური ბრენდია. კოლექციის ყოველ  ნიმუშს იესოს გამოსახულებიანი ემბლემა  და ჯვრის სიმბოლოები აერთიანებს. კოლექცია ხელმისაწვდომია ონლაინ, ინსტაგრამზე: www.instagram.com/jesus__star/

 ასევე მაღაზიაში DATUNA,  ჭოველიძის ქუჩაზე და Reckless-ის მაღაზიაში, კოსტავაზე.  

 

 

Funeral Party

 

View this post on Instagram

 

A post shared by Funeralparty (@funeral_party666)

ორი საუკეთესო მეგობრის, ანოსა და მასუს – ლიმიტირებული კოლექცია  Funeral Party არ არის ჩვეულებრივი, ტრადიციული ბრენდი, ეს უფრო არსებობის სპონტანური ექსპრესია და ნიშაა, რომელიც ანდერგრაუნდ კულტურას კვალის სახით უნდა დარჩეს. კოლექციის ყოველი ნივთი არის ლიმიტირებული და შექმნილია მეორადი ტანსაცმლისაგან. თითოეული ნივთის იდეა და ვიზუალი შთაგონებულია ფილმებით, ლიტერატურით, მუსიკითა და ინტერნეტის ნაწილებით. Funeral Party-ის ლიმიტირებული კოლექციის შეძენა ონლაინ, ინტაგრამ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი და ასევე ხელმისაწვდომია Reckless-ის მაღაზიაში.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.