fbpx

განათლების პლატფორმები და კურსები კარიერისა და თვითგანვითარებისთვის – თიბისი კონცეპტის სპეციალური საგანმანათლებლო შეთავაზებები


გააზიარე სტატია

ცოდნა და განათლება არასოდეს არის ზედმეტი. თანამედროვე სამყაროში უწყვეტი განათლება უალტერნატივო მოდელად ითვლება – თვითგანვითარებაზე ზრუნვა ცვალებად სამყაროში მუდმივად საჭიროა. საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმების პარალელურად საქართველოშიც ვითარდება სივრცეები და ორგანიზაციები, რომლებიც როგორც მოზარდებს, ისე ზრდასრულებს მრავალფეროვან კურსებს და სასწავლო შესაძლებლობებს სთავაზობს. 

გაგაცნობთ 5 ქართულ საგანმანათლებლო პლატფორმას, რომლებსაც თუკი თიბისი კონცეპტის მომხმარებელი ხართ, კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით გამოიყენებთ თქვენთვის და თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. 

 

UK bridge

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს როგორც ინგლისური ენის კურსებს, ასევე დახმარებას საზღვარგარეთ სასწავლებლად გასამგზავრებლად.  ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში წასვლის მსურველებს ცენტრი სთავაზობს როგორც მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაციას და გამგზავრებას, ასევე  კონსულტაციებს საუნივერსიტეტო და პროფესიულ განათლებაში.  

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 10%-იანი ფასდაკლებით 2023 წლის UK Bridge-ის განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც  ჩატარდება 5 მარტს, 12:00 – 18:00-საათზე სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში; რეგისტრაციის შემდეგ სკოლების არჩევა შესაძლებელი იქნება 31 მაისის ჩათვლით. 

განათლების საერთაშორისო გამოფენა  საგანმანათლებლო სააგენტო – UK Bridge-ის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს პირადად შეხვდნენ ორგანიზაციის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს, ასევე მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge გთავაზობთ.

 

Upway

არის კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი სივრცე საქართველოში, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ საუკეთესო საგანმანათლებლო თუ სამოყვარულო ონლაინ და ფიზიკურ კურსებს.  ის დაგეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, ახალი ენების შესწავლაში ან ნაცნობი ენების უკეთ დაუფლებაში, ბიზნესუნარების განვითარებაში, ახალი ჰობის პოვნაში და ტექნოლოგიური პროფესიების ათვისებაში.  Upway-ს  ასევე აქვს კურსები ბავშვებისთვისაც. აქვეა შეთავაზება კომპანიებისთვის, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი თანამშრომლების უწყვეტ განათლებაზე, რათა დაეხმარონ მათ კომპეტენციების განვითარებაში. 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა სხვადასხვა შემეცნებით კურსზე, ონლაინ საგანმანათლებლო სივრცეში – Upway.ge, სადაც ისინი ფასდაკლებას მიიღებენ სპეციალური პრომოკოდის გამოყენების შემთხვევაში. 

 

მართვის აკადემია

რომლის ონლაინ და სტანდარტული კურსების მიზანიც საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში ხარისხიანი ტრენინგების, მასალებისა და საინტერესო ადამიანებს შორის გამოცდილების გაზიარების გზით მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა, ძირითადად პრაქტიკული ცოდნის მიღებას ემსახურება. 2011  წლიდან მართვის აკადემიის ტრენინგები გავლილი აქვს 500-ზე მეტი კომპანიის 7000-ზე მეტ მენეჯერს.

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგზე  მართვის აკადემიაში. შეთავაზება ძალაშია 2023 წლის 1-ელ აპრილამდე.

 

ანიმუსი

არის ახალი იდეა ფსიქოთერაპიულ სივრცეში, რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი რესურსების აღმოჩენის გზით, ფსიქოლოგიური გამოწვევების გადაჭრასა და თვითგანვითარებაში. გარდა იმისა, რომ ცენტრი მომხმარებელს ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მომსახურებას და ჯგუფურ თერაპიას სთავაზობს, აქვს კურსებიც აბიტურიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე სასკოლო მზაობის პროგრამა სკოლამდელი ბავშვებისთვის და პრაქტიკული გრამატიკა სკოლის მოსწავლეებისთვის. 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 15%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ სარგებლობა ანიმუსის  აბიტურიენტთა მოსამზადებელ პროგრამაზე „ქართული ენა და ლიტერატურა“. ასევე, დამატებით, 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ანიმუსის ფსიქოლოგთან ინდივიდუალური ვიზიტისას. 

 

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი

საინტერესო ორგანიზაციაა გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.  გაყიდვების სფერო სწრაფად მზარდია და უწყვეტ სწავლასა და განვითარებას ითხოვს. გაყიდვების ინსტიტუტის ტრენინგები და სასწავლო კურსები შედგენილია კონკრეტულ პრაქტიკულ ქეისებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ თეორიებზე დაყრდნობით და მორგებულია ქართულ რეალობას. 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლონ 10%-იანი ფასდაკლებით შერჩეულ კურსებზე, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტში შემდეგ ტრენინგებზე: 

  •   გაყიდვები და მართვა
  •   შესყიდვების მართვა

უწყვეტი განათლების პრინციპის დანერგვა პრაქტიკაში არის გზა პროფესიონალებისთვის, მუდმივად ზრუნავდნენ თვითგანვითარებისთვის, კარიერის საწყის და შუა ეტაპზე კი საშუალება პროფესიონალად ქცევისთვის. განათლების შესაძლებლობები თანამედროვე სამყაროში გაცილებით ფართო და ინკლუზიურია ინტერნეტამდელ ხანასთან შედარებით, გახსნილი საზღვრები და ფართო არჩევანი კი საშუალებას იძლევა, ყველამ იპოვოს მისთვის საინტერესო პლატფორმა ახალი უნარების ასათვისებლად  ან არსებულის განვითარებისთვის. გახსოვდეთ ისიც, რომ სხვადასხვა ტრენინგისა და კურსის ძებნისთვის არ არის აუცილებელი ის თქვენს პროფესიასთან და სამსახურთან პირდაპირ კავშირში იყოს, შესაძლოა, ამ გზით სულაც ახალი საქმე ან ახალი ჰობი გაიჩინოთ. 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.