fbpx

ხელოვანი გიორგი დანიბეგაშვილი Loewe Foundation-ის პრიზის ერთ-ერთი ფინალისტია


გააზიარე სტატია

 

ქართველი ხელოვანი, გიორგი დანიბეგაშვილი, პრესტიჟული სახელოვნებო პრიზის – LOEWE FOUNDATION CRAFT PRIZE-ის ერთ-ერთი ფინალისტია. მისი ნამუშევარი – კონცეპტუალური ობიექტი „შიშველი“ კონკურსის ფინალში მოხვდა. 

9 თებერვალს პრესტიჟულმა სახელოვნებო ფონდმა – LOEWE FOUNDATION-მა გამოავლინა 30  ფინალისტი   ყოველწლიური საერთაშორისო პრიზის, Craft Prize-ის 2023 გადასაცემად.  კონკურსში მსოფლიოს 117 ქვეყნიდან 2700 არტისტი  მონაწილეობდა, ფინალში კი 30 კანდიდატი მოხვდა.

მათ შორის  გიორგი დანიბეგაშვილიც დასახელდა. ფინალისტთა ნამუშევრების გამოფენა ნიუ-იორკში, ისამუ ნოგუჩის მუზეუმში 16 მაისს გაიმართება, სადაც 13-კაციანი ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელიც მიიღებს ფულად ჯილდოს – 50 000 ევროს.

LOEWE FOUNDATION 1988 წელს დააარსა  ენრიკე ლოევე ლინჩიმ, როგორც კერძო კულტურული ფონდი. დღეს შეილა ლოევეს ხელმძღვანელობით ფონდი აგრძელებს შემოქმედების პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერასა და მემკვიდრეობის დაცვას პოეზიის, ცეკვისა და ფოტოგრაფიის მიმართულებით. 2002 წელს ფონდს მიენიჭა ესპანეთის მთავრობის უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი სახვით ხელოვნებაში დამსახურებისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.