fbpx

გამოვლინდნენ 73-ე ბერლინალეს გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

 

2023 წლის 73-ე ბერლინალეს გამარჯვებულები “ბერლინალე პალასში” დასახელდნენ:

ოფიციალური ჟიურის პრიზები

საერთაშორისო ჟიურის წევრებმა გამოავლინეს: კრისტენ სტიუარტი (ჟიურის თავმჯდომარე), გოლშიფტ ფარაჰანი, ვალესკა გრისებახი, რადუ ჟუდე, ფრანსინ მეისლერი, კარლა სიმონი, ჯონი ტო

ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა ნიკოლა ფილიბერის დიკუმენტურ ფილმს – 

 

Sur l’Adamant (ადამანტზე)

პროდიუსერები: სელინ ლუაზა, ჟილ საკუტო, მილენა პოილო

ვერცხლის დათვი ჟიურის დიდი პრიზი –  Roter Himmel (წითელი ზეცა). რეჟ.  კრისტიან პეცოლდის

ვერცხლის დათვი ჟიურის პრიზი – Mal Viver (ცუდი ცხოვრება) – რეჟ.  ჟოაო კანიჯოს



ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის – ფილიპ გარელი ფილმისთვის – Le Grand Chariot –  (უშველებელი ეტლი) 

ვერცხლის დათვი საუკეთესო მთავარი როლის შესრულებისთვის ბასკურენოვან ფილმში –

20,000 especies de abejas (20,000 სახეობის ფუტკარი) 8 წლის სოფია ოტერომ დაიმსახურა. რეჟ. ელიზაბეტ ურესოლა სოლაგურენი



ვერცხლის დათვი მეორეხარისხოვანი როლის  საუკეთესო შესრულებისთვის – 

თეა ეჰრეში  – Bis ans Ende der Nacht (სანამ ღამე დასრულდება), რეჟ. კრისტოფ ჰოხჰაუსლერი

ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის –  ანგელა შანელეკი – Music (მუსიკა), რეჟ. ანგელა შანელეკი

ვერცხლის დათვი გამორჩეული მხატვრული წვლილისთვის გადაეცა ოპერატორ  ჰელენ ლუვარტის – Disco boy. რეჟ.  ჯაკომო აბრუზესე

დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულები არიან:

მთავარი ჯილდო €40,000 – El Eco (ელ ეკო) რეჟისორი და პროდიუსერი – ტატიანა უეზო



სპეციალური აღნიშვნა – Orlando, ma biographie politique (ორლანდო, ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფია). რეჟ. Paul B. Preciado – პოლ ბ.ფრისიედო

მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები არიან:

ოქროს დათვი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის – Les chenilles გადაეცათ მიშელ და ნოელ კეზერვანებს.

ვერცხლის დათვი ჟიურის პრიზი – Marungka tjalatjunu (შავში ჩაძირული), რეჟ. მეთიუ თორნი, დერიკ ლინჩი

განსაკუთრებული აღნიშვნა – It’s a date (ეს არის პაემანი) – რეჟ. ნადია პარფანი, უკრაინა 

ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კანდიდატი ევროპული კინოდაჯილდოებისთვის –  Les chenilles, რეჟ.  მიშელ კეზერვანი, ნოელ კეზერვანი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.