fbpx

ფილმში “Ground Control” ლუკა ჩიქოვანი დევიდ ბოუის როლს შეასრულებს


გააზიარე სტატია

ლუკა ჩიქოვანი ქართველი მსახიობია, რომელიც იტალიაში მოღვაწეობს – მას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს და შესაბამისად, ქართველ მკითხველსაც ხშირად ანებივრებს ხოლმე სასიამოვნო სიახლეებით.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოკლემეტრაჟიან ფილმში “Ground Control” ლუკა ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის როლს შეასრულებს. 

„გიჟური სიახლე! დევიდ ბოუის როლს შევასრულებ – ფილმი მოგვითხრობს გენიალური მუსიკოსის შინაგანი მოგზაურობის შესახებ, რომლის წყალობითაც მან მასკულინური და ფემინური მხარეების გაერთიანება შეძლო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ გენიალური როკვარსკვლავის ინტერპრეტაციის საშუალება მომეცა“, – წერს მსახიობი ფეისბუქგვერდზე. 

ქართველი მსახიობისთვის ეს პირველი საინტერესო პროექტი არ არის –  ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ჩიქოვანი 2021 წელს რიდლი სკოტის ფილმში – “House of Gucci”  ადამ დრაივერთან ერთად გადაიღეს.

იტალიელი რეჟისორის, ჯიადა სეოტოს ფილმის, Ground Control” გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.