fbpx

Madre – ახალი ბასკური რესტორანი Communal Company-სგან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

 

3 მარტს, დედის დღეს, თბილისში, ბესიკის მოედანზე  პირველი ბასკური რესტორანი „Madre“ გაიხსნება.  

Communal Company-მ  2017 წელს დაიწყო საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ თუ კულტურულად მიმზიდველ ადგილებში  ბუტიკის ტიპის სასტუმროების, რესტორნების, ბარებისა თუ ჰოსფითალითი სფეროსთან თანაარსებული კონცეფციების და სოციალური სივრცეების შექმნა. სიტყვა ‘’communal’’  საერთოს ნიშნავს –  ყოველივე ის, რასაც კომპანია ქმნის თავისი ინკლუზიური იდეითა და ფართო ხედვით ყველასთვისაა გათვლილი.

მთავარი რამ, რაც Madre-ს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, მისი კონცეფციაა, რომელიც ბასკებისა და ქართველების შესაძლო ნათესაობის შესახებ არსებულ მითს უკავშირდება. ყველაფერი, რასაც რესტორანში შევხვდებით: გარემო, ავთენტური პროდუქტები, ინტერიერი, კერძები და ღვინო, იმაზე მიანიშნებს, რომ Madre ბასკური და ესპანური  კულტურითაა ინსპირირებული. „Madre – ესაა, ბასკური მუხტი ესპანური შტრიხებით.“ 

რა არის თქვენი კომპანიის კონცეფცია – ის დეტალები და მუხტი, რომელიც თქვენს ნებისმიერ წამოწყებას აერთიანებს?

Communal Company საქართველოში 2017 წელს დაარსდა და ჩვენი ყველა პროექტი სხვადასხვა ქალაქის საინტერესო ადგილებსა  და უბნებში მდებარე ისტორიულ შენობებს უკავშირდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ შექმნილი თითოეული სივრცე თავისივე კონცეფციით, კონკრეტული კულტურით, კულინარიული რეგიონითა თუ შენობის არქიტექტურული პერიოდითაა შთაგონებული, საერთო ნიშნების პოვნა მათ ხასიათსა და სტილში მაინც შესაძლებელია როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის მიმართულებითაც. კონცეფციათა მსგავსება საერთო ხედვასა და ღირებულებებში გამოიხატება. ჩვენი პროექტები თანამიმდევრული, კამერული და მყუდროა – დეტალებზე ორიენტირებულობა და ამ დეტალების მსუყე, მაგრამ სწორი ნაზავი ქმნის იმ საერთო ემოციას, რასაც კომუნალ-კომპანის სივრცეები ზედმიწევნით კარგად იმეორებენ.

გვიამბეთ ახალი რესტორნის მენიუს შესახებ. რას გვეტყვით, რომელი გამორჩეული კერძის/კერძების გასინჯვას შესთავაზებდით მომავალ სტუმრებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ნაკლებად იცნობს ესპანურ სამზარეულოს?

Madre – ესაა ბასკური მუხტი ესპანური შტრიხებით. მენიუ მადრეში მრავალფეროვანია, დომინირებს თანამედროვე ხედვით წარმოდგენილი ავთენტური ბასკური და ესპანური კერძები. მადრეში ბასკურის გარდა, შეხვდებით კატალონიურ, ანდალუსიურ და ცენტრალური ესპანეთის კულინარიასაც. Madre-ს გამორჩეულ კერძთა სიაში იქნება გოჭი „კოჩინიო“, გრილზე მომზადებული „Txuleta” სტეიკი, ასევე ბასკური ცნობილი ხემსის – პინჩოს მრავალფეროვანი ასორტიმენტი. მადრეს კოქტეილები ესპანური ჯინის და მეზკალის ბაზაზე მზადდება, რაც შეეხება ღვინოს, მას  სპეციალურად Madre-სთვის ამზადებენ  ესპანეთის  მთავარ ღვინის რეგიონში – რიოხა ალავესაში. 

როგორ შეირჩა რესტორნის ადგილი, რის ჩვენება იყო თქვენთვის პრიორიტეტული ინტერიერის დიზაინის შექმნის პროცესში და რით იქნება ეს სივრცე განსაკუთრებულად საინტერესო? 

შევარჩიეთ მთაწმინდის უბნის შუაგულში მდებარე მეცხრამეტე საუკუნის ისტორიული შენობა, ბესიკის პარკის ხედით. რესტორნის ინტერიერზე იმუშავა Communal Studio-მ , სივრცე თავისი ხასიათითა და დეტალებით უპასუხებს ესპანურ კულტურას. ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი ქვები და ესპანეთისთვის დამახასიათებელი ფერთა პალიტრა. 

რას გვეტყვით, რა იქნება ახალი რესტორნის მთავარი ხიბლი და თავისებურება – რატომ ურჩევდით ადამიანებს თქვენთან მოსვლას?

მადრეში სტუმრებს დახვდებათ  ბასკური მუხტით გაჯერებული სივრცე და კულინარია.

რესტორნის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს: 

https://madre.resos.com/booking

დღეს Communal კომპანია მოიცავს ბუტიკ-ურბანულ სასტუმროებს თბილისის ისტორიულ უბნებში: სოლოლაკსა და პლეხანოვზე, ასევე ბუტიკ-რეზორტის ტიპის სასტუმროს თელავში. მაისში Communal ქუთაისი გაიხსნება. სასტუმროების პარალელურად კომპანია აქტიურად ფოკუსირდება რესტორნების, ბარებისა და სოციალური სივრცეების მიმართულებით. ამ ეტაპზე კომპანიას გააჩნია რესტორანი Weller და naturaluri ღვინის ბარრესტორანი Craft ნინოშვილის ქუჩაზე, თბილისში, ასევე თელავში, კახური რესტორანი „დოლი“ ჩოლოყაშვილის ქუჩაზე. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.