fbpx

ბალენსიაგას ახალი, ზამთარი 2023 სეზონის კოლექცია


გააზიარე სტატია

მოდის სახლმა ბალენსიაგამ პარიზის მოდის კვირეულზე ახალი, ზამთარი 2023 სეზონის კოლექცია წარადგინა.

„ექვსი წლის რომ ვიყავი ჩემმა მშობლებმა უფლება მომცეს ჩემი დიზაინით შემექმნა შარვალი მეზობელ მკერავთან. ავარჩიე მატერია, მოვიფიქრე დიზაინი და ორჯერ მივედი მოსაზომებლად. ეს აღმოჩნდა დასაწყისი, რამაც შემაყვარა ტანსაცმელი და გამიჩინა დიზაინერობის სურვილი.

ბოლო რამდენიმე თვეში მესაჭიროებოდა მეპოვნა თავშესაფარი ჩემი მოდის მიმართ სიყვარულისთვის, რაც სამოსზე მუშაობის პროცესში ვიპოვე. მივხვდი თუ როგორი ძალაა როცა რეალურად გადმოცემ საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ აღარაა მოდა ჩემთვის გასართობი რამ, ეს არის სამოსის შექმნის ხელოვნება“ – დემნა

#DEMNA: “მინდოდა სეტი უბრალო ყოფილიყო, დავტოვე მთავარი: სამოსი, განათება და მუსიკა. საღამოს კაბებს მეტი ყურადღება დავუთმე. ეს ჩემი ესთეტიკის ის მხარეა, რომელსაც ხალხი კარგად არ იცნობს. როდესაც ისეთი რაღაცის გადატანა გიწევს, რაც მე ბოლო თვეებში გადავიტანე, შოუს გამართვა ძალიან დიდი გამოწვევაა. ვამაყობ, რომ ეს შევძელი. ”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.