fbpx

ქართული სახლის 10 წლის იუბილე


გააზიარე სტატია

რესტორანი “ქართული სახლი” 10 წლისაა. ამბავი, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან იწყება, ქართული სახლის შექმნის წინარე ისტორიაა, რომელიც დიდი შრომის, განსაკუთრებული შემართებისა და გამოცდილების შეკრებით დაიწერა.

პირველად, 1998 წელს, თამარ მათიკაშვილმა და ბაჩო ლუხუტაშვილმა, თაბუკაშვილის ქუჩაზე, რესტორანი გახსნეს და ასე დაიწყო ოჯახის წარმატებული საქმიანობა სარესტორნო სფეროში. ოჯახს, რომელმაც არაერთი გამოწვევის დაძლევით მოახერხა საკუთარი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა, 10-ზე მეტი წარმატებული კვების ობიექტის შექმნის და სარესტორნო ბიზნესის მართვის 25-წლიანი პოზიტიური გამოცდილება გააჩნია.

წლებთან ერთად შეძენილმა გამოცდილებამ, ოჯახს გზა გაუკვალა უფრო დიდი ამბიციისაკენ, რაც თავის თავში მოიაზრებდა მასშტაბურ სარესტორნო პროექტს. ამ პროექტის განხორციელება ოჯახმა სანდო პარტნიორთან თანამშრომლობით შეძლო, რომლის მონაწილეობა ჩანაფიქრის პროგრესული ხედვით განხორციელების ერთ-ერთი საწინდარი გახდა.

ამრიგად, ბევრი ფიქრისა და გაწეული შრომის შემდეგ, 2013 წლის 7 მარტს, თბილისის სარესტორნო სივრცეებს – „ქართული სახლი“ შეემატა. მუდმივად აქტუალური კონცეფციის კვების ობიექტის გახსნის ამბავს, ქალაქისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. საზოგადოება აღფრთოვანებით საუბრობდა რესტორანზე, რომელსაც სახასიათო არქიტექტურული სტილი და ინტერიერის საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტა, თვალის ერთი შევლებითაც ეტყობოდა.

ასე იქცა “ქართული სახლი” თბილისელებისა თუ მისი სტუმრების მიზიდულობის ცენტრად. რესტორნის კონცეპტუალურად დაყოფილი სივრცეები აერთიანებდა მშვიდ სანადიმო, თუ ხმაურიან სალხინო დარბაზებს.

იმ დროიდანვე, გამორჩეულია “ქართული სახლის” მიდგომა რესტრონის ატმოსფეროზე, რაც ამ სივრცეში, ქართული ცეკვის ნიმუშების გაცოცხლებისა და მრავალფეროვანი მუსიკალურ-თეატრალურ წარმოდგენების შექმნის ტრადიციად იქცა.

ქართული ტრადიციული სამზარეულო, სტუმრის სიყვარულით მასპინძლობა, ქართული სახლის ხელწერე გახდა.

2023 წლის 7 მარტს „ქართულ სახლს“ 10 წელი უსრულდება. ამ ხნის განმავლობაში, ბრენდმა შეძლო, რომ მომხმარებლისთვის შეთავაზებული თანადროული კონცეფციის და სტაბილური ხარისხით, აქტუალურობა და მოწინავე ადგილი შეენარჩუნებინა ბაზარზე. „ქართული სახლი“ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას და სფეროს თანამედროვე მიდგომების საკუთარ სივრცეში გადმოტანას, რაც უკვე იქცა ოჯახის ახალი თაობის ასპარეზად.

 თეონასა და ანდრიას ინიციატივით, გუნდთან ერთად, უკვე დაწყებულია ქართული სახლის რებრენდინგი და კონცეპტუალური განახლება, რომელიც ბრენდის მთავარ მისიას უფრო მეტად უსვამს ხაზს – მომავალ თაობებს სწორად გადაეცეს მასპინძლობის არსი, როგორც ერის ადათი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის შენარჩუნება და განვითარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია.

შედეგად, „ტფილისის“ სივრცეში განცორციელდა ბრენდისთვის კონცეპტუალურად დამახასიათებელი ცვლილებები. აპრილის თვიდან, კი სადღესასწაულო სივრცე განსხვავებული ფორმატითა და შეცვლილი დიზაინით გაიხსნება. მანამდე კი, კომპანიის საკომუნიკაციო არხებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ შეატყობინებენ საზოგადოებას მიმდინარე სიახლეების შესახებ.

წარმატებული ისტორიის 10 წლის თავზე, „ქართული სახლი“ დიდ მადლობას უხდის საკუთარი გუნდის წევრებს მრავალწლიანი ერთგული ჩართულობისთვის რესტორნის განვითარების პროცესში. ასევე, ყველა იმ სტუმარს, რომელთაც თუნდაც ერთხელ შეუღიათ “ქართული სახლის” კარი და მათი მასპინძლობის ხიბლი გამოუცდიათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.