fbpx

კაფეები, სადაც შეძლებთ დილის სამუშაო საათებში საუზმობას


გააზიარე სტატია



დღის ნაადრევად დაწყება სასარგებლოა როგორც ჩვენი მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. 21-ე საუკუნის დაჩქარებული ტემპი ხშირად არ გვიტოვებს დროს, რათა სახლში სათანადოდ მოვემზადოთ და შევიქმნათ ის ამაღლებული განწყობა, რაც ესოდენ საჭიროა მთელი დღის წარსამართად. დღეს ჩვენს სტატიაში გაეცნობით კაფეებს, სადაც შეძლებთ დილის სამუშაო საათებში საუზმობას და განწყობის ამაღლებას.

 

Unfounddoor

09:00-23:00

Unfound Door არის თბილისის ისტორიულ შენობაში განთავსებული გასტრო ბარი, რომელიც უნიკალურ გარემოში აერთიანებს გულწრფელ და გულღია ადამიანებს, საგულდაგულოდ შექმნილ კერძებს, საავტორო კოქტეილებსა და მუსიკის ტალღებს, რომელიც მხოლოდ აქ შეიძლება გაჟღერდეს.

საუზმედ როგორც ჯანსაღი შვრიის  მირთმევა შეგიძლიათ, ასევე შენობის უნიკალური ინტერიერის ფონზე გემრიელი “სირნიკებით” ტკბობა.

 

ყავის ლაბორატორია

09:00-23:00

“ყავის ლაბორატორია” დილის 9 საათიდან სტუმრებს გემრიელი ყავითა და თბილი გულით უმასპინძლდება. ალექსანდრე ყაზბეგისა და ფალიაშვილის გამზირზე მდებარე ყავახანას ქსელი სტუმრების განწყობის ამაღლებას ადრეული ცხელი ყავითა და გემრიელი კერძებით ცდილობს. მადისაღმძვრელი ლანჩითა და ახალგამომცხვარი კრუასანებით დახუნძლული დახლები დილის შეუდარებელ განწყობას ქმნის, რაც წარმატებული დღის საწინდრად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

შავი
08:00-21:00

პაწაწინა კაფე, რომელიც ბარნოვზე მდებარეობს, დილის რვა საათიდან მზადაა სტუმრებს მადისაღმძვრელი ყავის მრავალფეროვანი ასორტიმენტი შესთავაზოს და ამავდროულად, სხვადასხვა ტკბილეულით გაუმასპინძლდეს. ვეგანებისთვის ყავისა და მატჩას უამრავი არჩევანია, რომელიც სხვადასხვა მცენარეული რძით მზადდება. შავის ყავის მარცვლები მისი სამშობლოდან – ეთიოპიიდან მოდის და საკმაოდ მძაფრი კონსისტენციისაა. მათთვის, ვისთვისაც ყავა დილის რუტინის შეუცვლელ პროდუქტს წარმოადგენს, ეს ადგილი ნამდვილი აღმოჩენა გახლავთ. 

 

კაფე სტამბა

08:00-02:00

კაფე “სტამბა” დილის რვა საათიდან მზადაა სტუმრების მისაღებად და  საუზმის მრავალფეროვანი მენიუს გარდა, სტუმრებს სხვადასხვა ენერგიის მიმნიჭებელ ბუსტებს სთავაზობს. გარდა ამისა, კაფეში ფართო არჩევანია ჩაისა და ცხელი შოკოლადის მოყვარულთათვის. დილის ხალისიანად დასაწყებად და განწყობის ასამაღლებლად შოკოლადის ნაირფერი ასორტიმენტი გლუკოზის მთავარ წყაროს წარმოადგენს. ამავდროულად, სპირულინას და ჯინჯერის ჭიქები,  ჯანსაღი ვიტამინების ფართო არჩევანთან ერთად, ორგანიზმის გამოღვიძებას და იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს. 

 

ხურმა

9:00-21:00 

კაფე “ხურმა” დილის 9 საათზე იწყებს მუშაობას.  რესტორნის ინტერიერი და კეთილგანწყობილი პერსონალი დილიდანვე  ქმნის სასიამოვნო გარემოს, რომელიც დღის შემდგომ წინსვლას განაპირობებს. ბანანის კექსი და ხაჭოს კვერები ბებიის რეცეპტს მოგვაგონებენ, რაც ჩვენში თბილ გრძნობებსა და ლამაზ მოგონებებს აღვიძებს.

 

ჭიქა

09:00-22:00

“ჭიქამ” დილაობით ჩვენს გასამხიარულებლად ბასკური ჩისქეიქი შემოიტანა. Მისი პერსონალის განცხადებით, ყოველი დღე ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც თითოეული ადამიანი, საკუთარი პიროვნული მახასიათებლებით. გაზაფხულის ჯინჯერის ორცხობილებს კი ახალგაზრდული სული, სილაღე და შემართება მოჰყვება, რომელიც მთლიან დღეს აფერადებს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის კარს.

 

Entree

08:00-22:00

კაფე “ანტრე” დილის რვა საათიდან ზრუნავს სტუმრების განწყობის ამაღლებაზე, თავის მრავალ ფილიალში. ჯანსაღი fast-food დაწესებულების მთავარი ნიშაა, ხოლო საუზმის  შემადგენელი ინგრედიენტების შერჩევა მომხმარებლებს თავად შეუძლიათ. მისი სამზარეულო ტრადიციული და ევროპული ტექნიკის შერწყმას წარმოადგენს. აქ შეხვდებით პურის მრავალფეროვან ასორტიმენტს, სალათებს, სენდვიჩებსა და ტკბილეულის სხვადასხვა ნაირსახეობას. ყავა-ჩაი და სმუზი კაფეს განუყოფელი ნაწილია. 


Milk coffee shop

09:00-22:00

მოყუჩებული ადგილი, რომელიც ფაბრიკაში მდებარეობს, სტუმრებს, გარდა ყავისა და ჩაის სხვადასხვა ნაირსახეობისა (მათ შორის მატჩას ლატე, რომელიც დღესდღეობით ჯანსაღი მსოფლიოს მთავარ ჰიტს წარმოადგენს), სთავაზობს სმუზის, იოგურტებს (მათ შორის ვეგანურსაც), ასევე მილქშეიქებს, კრეპებსა და კრუასანებს და ამავდროულად, ისეთ ეგზოტიკურ ცომეულს – როგორიცაა, მაგალითად,  ბანანის პური.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.