fbpx

მეამა ქოლექთის განსხვავებული კონცეფციის ახალი ფილიალი აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა


გააზიარე სტატია

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე კონტეინერის კონცეფციის “მეამა ქოლექთის” პირველი ობიექტი გაიხსნა. 

განსხვავებული და დასამახსოვრებელი დიზაინის მქონე ახალი “მეამა ქოლექთი” სრულად ცვლის არსებულ კონცეფციას. ცალკე მდგომ ობიექტში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეუკვეთოს მისთვის საყვარელი მეამას ყავისა და ჩაის კაფსულებზე დაფუძნებული სხვადასხვა სახეობის სასმელი და სურვილის შემთხვევაში, იქვე, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში დააგემოვნოს ის. 

“მეამა ქოლექთის” ახალ ობიექტში სიახლეებიც არის – განსაკუთრებული გემოების მოყვარულებს შეუძლიათ,  ცხელი შოკოლადი და რამდენიმე სახეობის ახალი კოქტეილი დააგემოვნონ და ასევე, მეამას სასურველი  ყავისა და ჩაის კაფსულებიც შეიძინონ.

კონტეინერის კონცეფციის ობიექტი ეკომეგობრული პროექტია, რომელიც მეორად  კონტეინერებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და “მეამა ქოლექთის” მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ახალი “მეამა ქოლექთის” პროექტი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს, ხოლო შესრულება სამშენებლო კომპანია “იუნიქს დეველოპმენტს” ეკუთვნის. 

მეამა ქოლექთის” ობიექტები ამჟამად თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და რუსთავშია განთავსებული. 2023 წელს მათი რაოდენობის ზრდა და მომხმარებლისთვის ბევრი საინტერესო სიახლის შეთავაზება იგეგმება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.