fbpx

სწორ დროს, სწორ ადგილას ‒ SOLO X Miscusi


გააზიარე სტატია

თანამედროვე სამყაროს უსაზღვრო შესაძლებლობებმა  ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს უფრო და უფრო დიდი მიზნების დასახვისაკენ უბიძგა. დღესდღეობით არაერთი გზა არსებობს იმისათვის, რომ იდეა შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ და  საკუთარი მომავალი სწორედ ჩვენს კრეატიულ და გონივრულ მიგნებებზე დავაშენოთ.

დროდადრო  საქართველოში ჩნდებიან ანტერპრენერები და სტარტაპები, რომლებიც არა მხოლოდ წარმატებულ ბიზნეს მოდელს ქმნიან, არამედ ადგილობრივი წარმოების სამომავლო განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ყველაფერი იდეით იწყება, ეს იდეები კი ჩვენი ყოველდღიურობიდან იბადება, მთავარია, მათი შემჩნევა და სწორი მასშტაბით აღქმა შეგვეძლოს. „მისკუზი“ სწორედ ის ქართული ბრენდია, რომელმაც სწორ დროს და სწორ ადგილას დაინახა შესაძლებლობა და ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ გამორჩეულ ახალ სტარტაპად პოზიციონირდა.

„მისკუზი“ ქართული წარმოების გორგოლაჭების ბრენდია, რომელიც პროდუქციას ეკომეგობრული მასალით აწარმოებს. სტარტაპი სამმა მეგობარმა შექმნა და შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი თანადამფუძნებლების პერსონალური ინტერესებისა და ცხოვრების სტილის პირდაპირი გამოძახილია. ამიტომაც არის ასეთი ავთენტური,  ცოცხალი და ხელშესახები. „მისკუზის“ თითოეულ მოდელში ხასიათი და გამოკვეთილი ენერგეტიკა იგრძნობა, რომელიც  აქტიური და სიცოცხლით სავსე თაობის იდენტობასაც გამოხატავს.

 

ახლახან „მისკუზი“ SOLO X-ის წარმდგენ ვიდეოში გამოჩნდა. SOLO X  ახალი პროდუქტია SOLO-სგან, რომელიც მომხმარებლებს მათ ყოველდღიურობაზე მორგებულ, მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. მათ შორისაა  ბანკირის უშუალო ჩართულობის გარეშე, დამოუკიდებლად და ეფექტურად საკუთარი ფინანსების მართვის შესაძლებლობა; პრემიუმ ბარათები, ქოლ-ცენტრის მხარდაჭერა 24/7-ზე, თანამედროვე მობილბანკი, ინტერნეტბანკი და იმეილბანკი, განაღდების გაზრდილი ლიმიტი, პრემიუმ ანაბრის განსაკუთრებული პირობებით გახსნის შესაძლებლობა და მრავალი სხვა ექსკლუზიური შეთავაზება. SOLO X-ისა და   „მისკუზის“ გადაკვეთა სიმბოლურ ხასიათისაა, რადგან ორივე მათგანისთვის უპირატესი სწორედ მომხმარებელია. სწორ დროს, სწორ ადგილას – ასეთია  SOLO X-ის გზავნილი და „მისკუზი“ ის ბრენდია, რომელმაც სწორედ საჭირო მომენტში გადადგა ნაბიჯი მომხმარებელთან შესახვედრად.  

 

მარიამ ქემოკლიძე, „მისკუზის“ თანადამფუძნებელი:

 მისკუზის“ ისტორია სამომხმარებლო ინტერესით დაიწყო – რეალურად ჩვენ თავადვე ვიყავით ის ადამიანები, რომლებსაც ამ პროდუქტის შეძენის სურვილი ჰქონდათ. პროდუქტისადმი ინტერესი თავდაპირველად ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ განაპირობა – წლების წინ სამხატვრო აკადემიაში  ღონისძიება მოვაწყვეთ. ეს იყო დისკო თემატიკის ღონისძიება და სწორედ ამ დღისთვის ერთჯერადად გვჭირდებოდა ფერადი გორგოლაჭები. თუმცა, ძებნის მიუხედავად, ვერსად ვიშოვეთ და გული ძალიან დაგვწყდა. მოგვიანებით, მსგავს გორგოლაჭებს ევროპაში მოგზაურობისას გადავაწყდით. შემდეგ დავიწყეთ ბაზრის კვლევა და ეს ინტერესი უკვე კონკრეტულ გეგმაში გადაიზარდა“.

ასე შეიქმნა „მისკუზის“ ფერადი ოთხთვალა გორგოლაჭები, რომელთა დანახვისას შეუძლებელია, კარგ განწყობაზე არ დადგეთ. ნებისმიერი ბიზნესის, სერვისისა თუ პროდუქტის წარმატება წარმოუდგენელია მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაციის გარეშე, და რადგანაც SOLO X-ისა და „მისკუზის“ ღირებულებების თანხვედრა ვახსენეთ, კიდევ უნდა გავიმეოროთ და ვთქვათ, რომ ორივე მათგანი მომხმარებელს უპირველეს პრიორიტეტად აღიარებს.

ყველანაირად ვცდილობთ, მომხმარებელთან უკუკავშირი უწყვეტ პროცესად ვაქციოთ და ეს გამოგვდის კიდევაც. ხშირად სწორედ მომხმარებლის სურვილი ხდება ახალი ინიციატივის ან, თუნდაც, ცვლილების საფუძველი. ჩვენი აუდიტორიაც საკმაოდ აქტიურია – ხშირად გვწერენ, სხვადასხვა დეტალს გვეკითხებიან, საკუთარ აზრს გამოთქვამენ და პროდუქტთან დაკავშირებულ სურვილებს გვიზიარებენ. ამ პროცესში დათმობაზეც გიწევს წასვლა და გზადაგზა ადაპტირდები. ხდება ისეც, რომ გარკვეულ საკითხებზე  დამფუძნებელ გუნდს თავდაპირველად სხვანაირი ხედვა გვქონდა, მაგრამ ვცდილობთ, ცვლილებები მომხმარებლის ინტერესების მიხედვით განვიხილოთ.“ – მარიამ ქემოკლიძე.

ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  „მისკუზი“ არის ის ბრენდი, რომელიც მომავლის სწორი ხედვით სიახლეებს ნერგავს, აუდიტორიას ახალ გამოცდილებას სთავაზობს  და ამავდროულად, ერთგულ მომხმარებლებთან ერთად იზრდება.

კრეატიული ნაწილის მიღმა, სტარტაპს ყოველდღიურად არაერთი დაბრკოლების გადალახვა უწევს. დაჩქარებული ცხოვრების ტემპში ანტერპრენერებისათვის დრო შეუცვლელი ფასეულობაა, რომლის სწორად მართვა მნიშვნელოვან შედეგებთან არის დაკავშირებული.

როდესაც ბიზნესს იწყებ, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ფინანსური ოპერაციები, რომლებიც ბევრ დროს გართმევს და ამავდროულად, მისი სწორად დაგეგმარება არც ისე მარტივი საკითხია. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ისეთი სერვისის არსებობა, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შექმნის. SOLO X თავისი ფუნქციებითა და შესაძლებლობით, სწორედ ასეთ თანამედროვე სამომხმარებლო გამოცდილებას გვთავაზობს, რაც საგრძნობლად ამარტივებს ყოველდღიურობას.“ – მარიამ ქემოკლიძე.

აღსანიშნავია, რომ ფინანსურ და საბანკო ოპერაციებთან ერთად SOLO X LIFESTYLE დამატებით კომფორტს გვთავაზობს – SOLO X-ის თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ჰქონდეს წვდომა წელიწადში 800 ექსკლუზიურ შეთავაზებასა და ფასდაკლებაზე, დაესწროს SOLO ღონისძიებებს, SOLO Talk-ებსა და მასტერკლასებს, ასევე, ისარგებლოს სპეციალური ფასით SOLO ბუტიკში ექსკლუზიურ ნივთებსა და SOLO TOUR-ის ფარგლებში მოგზაურობაზე.

SOLO X თავის მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული შეთავაზებაა, რომელიც მათ ბანკირის დახმარების გარეშე საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა SOLO-ს დისტანციური ცენტრი 24 საათის განმავლობაში დახმარებისთვის მზადაა. SOLO X-ის მიერ რეალურ დროში ბაზრის ტენდენციების ანალიზი კი სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიღებაში ეხმარება მომხმარებელს. 

SOLO X ბანკინგი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბარათებს: Visa Platinum, Mastercard World Elite და SOLO PLUS Card ბარათს დაგროვების განსაკუთრებული პირობებით. პრემიუმ ბარათები მომხმარებელს სთავაზობს უფრო მეტ ბენეფიტს, როგორიცაა აეროპორტებში Lounge Key-ზე წვდომა, სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პროდუქტები და სხვა.

SOLO X-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://solo.ge/ka/solo/products/solo-x

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.