fbpx

გაიცანი, ეს MEOW-ა!


გააზიარე სტატია

თავით გადაშვებამდე შესაძლოა, ეს ინფორმაცია დაგჭირდეთ, ან სულაც არა, რადგან შენ ის ხარ, ვინც სპონტანურ, რისკიან და დასამახსოვრებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ, რაც ქვევით წერია, შეიძლება, საერთოდაც არ იყოს საჭირო მანამდე გაიგოთ, სანამ შენ GET A SIP OF MEOW… და თან გვჯერა, რომ შენითაც მიაგნებ, ან თვითონ მოგაგნებს ვარდისფერი ჭაჭა, სადაც  უნდა იყო.

მაგრამ ერთი ვარიანტია, თუ სადმე მოგიკრავს თვალი ვარდისფერკლანჭებიანი სასმლისთვის და მისი გასინჯვა გადაგიდია, ან სულაც დაგვიწყებია მისი არსებობა და მხოლოდ ამის წაკითხვის დროს ამოგიტივტივდა ის ბუნდოვანი ვიზუალი, მაშინ ის, რაც ქვევით წერია იმისთვისაა, რომ ბურუსში გახვეულ, ბართან მდგომ უამრავ ხალხს შორის დანახულ ბოთლსა და მასში მოქცეულ სასმელზე აღგიდგინოთ მეხსიერება. თან შენ, ალბათ, დაგეგმილი უქმეები მოგწონს და ამიტომ, დავაჩქარებთ შენსა და ვარდისფერი ჭაჭის შეხვედრას. 

გაიცანი, ეს MEOW-ა!

GET A SIP OF MEOW… რა არის MEOW?

MEOW –  ქართული ჭაჭაა, რომელიც შექმნილია მათთვის, ვინც  ბოლომდე ერთობა, გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს, იშვიათად ნანობს და ყოველდღიური გამოცდილებით ცხოვრობს. გვჯერა, რომ ჭაჭას დაუვიწყარი ისტორიების გარეშე ვერ გამოცდი.

 

როგორ გაჩნდა MEOW-ს შექმნის იდეა და რა იყო ინსპირაცია?

ჭაჭის შექმნის ინსპირაცია  მისი სოციალური სტატუსი და აღქმადობაა:

– ჭაჭა მასკულინური სასმელია!

– ჭაჭა მხოლოდ საქართველოში იციან? – სწორედ ამ ორმა სტერეოტიპმა მოგვცა მოტივაცია გაგვეკეთებინა ისეთი ჭაჭა, რომელიც იქნებოდა ყველასთვის ინდივიდუალურად სასიამოვნო და საქართველოს მასშტაბებს გასცდებოდა.

რატომ არის ჭაჭა MEOW ვარდისფერი?

MEOW   იმიტომაა ვარდისფერი, რომ უბრალოდ ასე გადავწყვიტეთ, თუმცა დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ ბრენდის პალიტრა მოიცავს როგორც ვარდისფერს, ისე ბორდოსფერს და სხვა…

 

როგორც თქვენ ამბობთ, MEOW ადამიანებს ახალ და სასიამოვნო გამოცდილებას ჰპირდება. შეგიძლია რამდენიმე სიტყვით აღწერო ეს ექსკლუზიური გამოცდილება?

გჯერა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჭაჭა დაულევია და ამ გამოცდილებიდან დასამახსოვრებელი ისტორია არ წამოუღია, ვინაიდან MEOW ხარისხიანი, კარგად ნაფიქრი, ორგანული, არც ისე მძიმე, გრადუსიანი, დანამატების გარეშე შექმნილი პროდუქტია – რთული გამოსაცნობი არაა, რომ მომხმარებლები ექსკლუზიურ გემოს გამოცდილებასთან ერთად მიიღებენ.

რომელ ადგილს და გართობის სტილს ეკუთვნის MEOW?

არ გვინდა, რომ MEOW-ს სივრცეები შევზღუდოთ – ან ბარში იყოს მხოლოდ, ანდაც სახლში. ამიტომ MEOW ნელ-ნელა შეგხვდებათ ყველგან, სადაც იქნებით, თუმცა ამ ეტაპზე ექსკლუზიურად ციფრულ მაღაზიაში VELI.store-ზე, კლუბ Left Bank-ში, TES-ში, რესტორან LOLITA-ში, ბარ მეობაში, Honore Courtyard-ისა და MTA-ში, გუდაურში არის ხელმისაწვდომი.

 

MEOW-ს 3 საყვარელი სიტყვა გართობისას. 

MEOW, თუ შეიძლება?!

MEOW-ს Life Motto.

გვგონია, რომ MEOW Life Motto არ აქვს, რადგან თვითონ პროდუქტი გაძლევს საშუალებას გაერთო და ამ გამოცდილებით  შექმნათ Life Motto-ები.

 

რა უნდა ვიცოდეთ იქამდე, სანამ GETTING A SIP OF MEOW? 

მზად იყოთ ბოლომდე გართობისთვის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.