fbpx

მუსიკალური სპექტაკლი “სათბური” ღია სივრცეში


გააზიარე სტატია
22 აპრილს, 19:00 საათზე ღია სივრცეში მუსიკალური სპექტაკლი “სათბური” გაიმართება.
სპექტაკლი 5 ქალი არტისტის ერთობლივი, მულტიმედიური ნამუშევარია, რომელიც დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა.
3 თვის განმავლობაში ჯგუფის წევრები ხვდებოდნენ დიასახლის ქალებს და იკვლევდნენ მათ როლს, როგორც დაბადებიდან დასწავლილ “ზრუნვის სერვისს”. Მოპოვებული ინტერვიუებისა თუ სხვა ტიპის დოკუმენტური მასალების გამოყენებით მუსიკოსმა, მსახიობებმა, მოდის დიზაინერმა და ვიდეოარტისტმა მულტიმედიური სპექტაკლი შექმნეს.
Წარმოდგენის მხატვრული ტექსტი ქართული ხალხური ზღაპრის, “ანანას” მიხედვით დაიწერა. ანანა სუპერშესაძლებლობების მქონე ქალი, ხელმწიფის შვილის სიყვარულის ობიექტია. ამის მიუხედავად უფლისწული სხვებს ირთავს ცოლად. ცოლები ანანას ზეადამიანური მოქმედებებების გამეორებას ცდილობენ და ამ იდეალურობის მიღწევის მცდელობაში იღუპებიან.

ზღაპრისა და ყოფითი სინამდვილის შერწყმით, ავტორები იმ კოშმარული სამყაროს შესახებ გიმღერებენ, რომელშიც როლები მკაცრად განსაზღვრულია და არჩევანის შესაძლებლობა შეზღუდული.
მაგრამ Რა მოხდება, თუ ამ როლებზე უარს იტყვიან?

ავტორები / მონაწილეები : გვანცა ენუქიძე, თამარა ჩუმაშვილი, მაშო მაყაშვილი
Მუსიკა: Gabiskiriamalia
Სცენოგრაფია /კოსტიუმები: ნინო გოდერიძე [God Era]
ვიდეო: ანა გზირიშვილი
Ხმის ინჟინერი: გიორგი (მაკარი) გოგოლაძე
გამოყენებული ტრეკები:
If strangers – ალბომი No signal – F1
მელქო – იოლია
სუბტიტრები: სერგეი ფადეევი
ფოტოები: მარიამ მზესუ გიუნაშვილი
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სამხრეთ კავკასიის დოკუმენტური თეატრის ქსელის ფარგლებში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.