fbpx

თბილისის 26-ე ჯაზფესტივალი 9-11 მაისს ჩატარდება


გააზიარე სტატია

9-11 მაისს თბილისი  26-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

მათთვის ვისთვისაც ბილ ევანსის მუსიკა, ისეთივე საყვარელია, როგორც Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Maso, ჯაზზ თეიქ სუპერგრუპი სცენაზე ნამდვილ ცეცხლს დაანთებს. ხოლო მათ, ვის მუსიკალურ გემოვნებაში როკ-ოპერაც ისეთივე თაბარ ადგილს იკავებს, როგორც – ჯაზი, წინ დიდი სიურპრიზი ელით. სტეფანო ბოლანი საკუთარი ვარიაციებით დაგვატკბობს, როკ-ოპერიდან “Jesus Christ Superstar”. ამ ყველაფერს კი ამერიკელი ბასისტის-სტენლი კლარკის გენიალური შესრულება დაადუღებს და მსმენელს სწორედ მუდმივობის პორტალს გაუხსნის ჯაზ-მუსიკის საშუალებით.

9 მაისი  

  • 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – ლუკა თოფურიძე და მისი ბენდი
  • 21.00 სთარ სთეიჯი–  ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ  (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason) 

 

10 მაისი

  • 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – მარტინ კრატოჩვილი  და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი
  • 21.00  სთარ სთეიჯი –  გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ-ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”) 

 

11 მაისი

  • 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ –  იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju) 
  • 21.00 სთარ სთეიჯი  ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever) 


წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ   „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება:  

  • ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“
  • კომპანია „აუდიო ლაბის“  ვინილების გამოფენა/გაყიდვა
  • კახა თოლორდავას ფილმის, „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა

 

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.

  • ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი 
  • მხარდამჭერები – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი
  • სპონსორი – ვიზა 
  • საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ციფრული მარკეტინგული პლატფორმა „მარკეტერი“, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“,  სარეკლამო სააგენტო „ალმა“
  • ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“. 

 

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.