fbpx

Close to Music – ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

დღევანდელი ცხოვრების სწრაფი ტემპი ადამიანებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, რომ სწავლის პროცესი მეტად მარტივი და სასიამოვნო გახადოს. სწორედ ასეთ პლატფორმას წარმოადგენს Close to music

ყველაფერი იმით დაიწყო რომ პიანისტი მარიამ კუპრეიშვილი გაემგზავრა სვანეთში, ვორქშოპებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად. მან მალევე აღმოაჩინა რომ რეგიონში მცხოვრები ბავშვებს გააჩნდათ ნიჭი და დაინტერესება, თუმცა არ ჰქონდათ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება. სწორედ აქ ჩაისახა კლასიკური მუსიკის ონლაინ პლატფორმის იდეა, რომელიც გააერთიანებდა, როგორც მსოფლიოში გაფანტულ ქართველ პროფესიონალებსა და შემსრულებლებს, ასევე – მუსიკის შესწავლის ნებისმიერი ასაკის მსურველებს.

პანდემიის დროს მთელმა მსოფლიომ ნათლად დავინახეთ ონლაინ სწავლების დადებითი ასპექტები, ხოლო პლატფორმის ინოვაციურობამ და მომხმარებლებზე მორგებულმა გრაფიკმა, მალევე გამოიწვია რეზონანსი როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საიტზე, მათთვის სასურველ დროს დაჯავშნონ პროფესიონალი მასწავლებელი. პლატფორმა როგორც მუსიკოსებს აძლევს ულიმიტო შესაძლებლობებს, ასევე – მომხმარებლებს, რათა ასაკის მიუხედავად გაუხსნას კარი ახალ გამოცდილებებს. 


პლატფორმის იდეასთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ მის დამფუძნებელ – მარიამ კუპრეიშვილს:

შექმნის დღიდან პროცესი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. გამოიკვეთა ის ფაქტიც, რომ მსგავსი პლატფორმა საჭირო იყო ქართველი მუსიკოსებისთვის, რადგან დაკავშირებოდნენ უფრო დიდ აუდიტორიას. ამ ეტაპზე, საიტის განვითარების დიდი გეგმები გვაქვს. გვსურს, რომ გახდეს საერთაშორისო და ჩაერთონ არამხოლოდ კლასიკური მუსიკის პროფესიონალები, ასევე – სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები. ასევე, თითქოს ერთგვარად იქმნება საერთო სივრცე, სადაც მუსიკოსების შემოქმედების გაერთიანება გაცილებით ხელმისაწვდომი და მარტივია. 

მოსწავლეები მათთვის სასურველ მასწავლებლებს თავისი სურვილით ირჩევენ და დარწმუნებულები არიან, რომ თითოეული მათგანი არის პროფესიონალი, თითოეული მასწავლებლის ბიოგრაფიას შეუძლიათ საიტზევე გაეცნონ. ასევე, უნდა ავღნიშნოთ, ის ფაქტი რომ ონლაინ მუსიკის სწავლება ამ ეტაპზე სიახლე არის. 

მოლოდინები საკმაოდ დიდია, რადგან გვსურს, რომ მოხდეს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ერთ – ერთი ყველაზე ფასდაუდებელი სფეროა. ასევე, გვსურს რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც მუსიკასთან ახლოს არიან, ცხოვრება ბევრად ფერადი, ნათელი და საინტერესო გავხადოთ. ამ პლატფორმის სახელიც სწორედ ამ იდეას ატარებს და ვცდილობთ, ადამიანები მეტად დავაახლოვოთ მუსიკასთან. Გვსურს, რომ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად მარტივად და ეფექტურადგავუზიაროთ დაინტერესებულ პირებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.