fbpx

CRAFT WINE BAR – ქართული კულინარიისა და ღვინის ახალი ხედვა


გააზიარე სტატია

ავტორი: ნათია გაბუნია

ადამიანები ხშირად ვეძებთ სივრცეებს, სადაც გემრიელად ჭამის გარდა  მეგობრებთან, ოჯახთან თუ პარტნიორებთან ერთად დაუვიწყარი დროის გატარებას შევძლებთ. სასიამოვნო ინტერიერი, მშვიდი გარემო და საოცარი კულინარია – ნინოშვილის ქუჩაზე, ღვინის ბარ-რესტორან CRAFT Wine Bar-ში დაგხვდებათ. COMMUNAL COMPANY-ის მიერ შექმნილი კიდევ ერთი ობიექტი – CRAFT WINE BAR – ქართული კულინარიის ახალი გემოსა და შეგრძნებების ნამდვილ ზეიმს მოგიწყობთ.

შენობა სიმბოლურია და გამორჩეულია მისი ისტორიითაც. ამ სახლში საქართველოში მოგზაურობის დროს დიდი ფრანგი მწერალი და კულინარიის მოყვარული ალექსანდრე დიუმა ცხოვრობდა. მენიუში ყველა კერძი თავისი გემოთი და პრეზენტაციით განსაკუთრებულია. ასევე, აღსანიშნავია მრავალფეროვანი ვეგეტარიანული, ვეგანური კერძები და დესერტები.

რომელია CRAFT-ის, ყველაზე გამორჩეული საავტორო კერძები? როგორ ფიქრობთ, რატომ  იზიდავთ სტუმრებს თქვენი სამზარეულო?

CRAFT WINE BAR-ის გუნდი: ყველა ის ქართული პროდუქტი, რასაც სამზარეულოში მოვიხმართ, ჩვენი ხედვით მზადდება. გვაქვს გამორჩეული კერძები – ლობიოს ჰუმუსი, ცნობილი გორის კატლეტი, კრაფტის შქმერული. ასევე, ბევრი სხვადასხვა ბოსტნეული – ღანძილი – მწვანე აჯიკითა და კახური ზეთით, ნიახურის ბოლქვის მწვადი, რომელიც კრაფტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი გახდა. აქვე მზადდება CRAFT-ის ცნობილი ლავაში, რომელმაც პირველივე დღიდან სტუმრების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. CRAFT WINE BAR-ში თითქმის ყველა კუთხის სამზარეულოს შეხვდებით და უამრავ ახალ გემოს აღმოაჩენთ.

მოგვიყევით, როგორია CRAFT-ის თვალით დანახული ქართული ბრანჩი.

COMMUNAL COMPANY-ის მიზანი საქართველოში ბრანჩის კულტურის გაძლიერება და პოპულარიზაციაა. ჩვენი ბრანჩი მოიცავს საზიარო დაფებს, რომელშიც ყველა ის ძირითადი კერძი შეგხვდებათ, რაც მენიუში გვაქვს წარმოდგენილი. ყოველ შაბათ-კვირას CRAFT WINE BAR-ში ბრანჩის დროა. მხოლოდ ბრანჩზე შეგიძლიათ მიირთვათ ხინკალი, რომელიც კახური წითელი დოლის ფქვილისგან მზადდება.

CRAFT WINE BAR  – ღვინოზე და ღვინის მაღაზიაზე

ბარის კონცეფცი, ნატურალური ღვინის სიყვარულმა შექმნა. ჩვენ, ვთანამშრომლობთ მხოლოდ მცირე მარნებთან. მათთან ერთად მოვახერხეთ, რომ CRAFT-ში საქართველოს ყველა კუთხის 300-ზე მეტი დასახელების გამორჩეული ღვინო წარმოგვედგინა. თვეში რამდენიმეჯერ ვაწყობთ ღვინის საღამოებს, სადაც  მეღვინეები ხდებიან საღამოს მასპინძლები. მათ მოაქვთ თავიანთი ღვინოები და უმასპინძლდებიან სტუმრებს. ეს არის ინკლუზიური ივენთი, რაც ზუსტად უპასუხებს COMMUNAL-ის კონცეფციას. ასეთი საღამოების დროს იშლება დიდი სუფრა, რაც განსაკუთებულ  ინტერესს იწვევს სტუმრებში. გარდა ღვინისა, არის კოქტეილების, ჭაჭისა და ლუდის დიდი არჩევანიც. გვაქვს ადგილობრივი წარმოების გაუფილტრავი ლუდი, რომელიც კახეთში იხარშება. ასევე CRAFT-ის საბრენდო ღვინო – აკიდო. ეს არის ღვინის ოთხი სხვადასხვა სახეობა: რქაწითელი, საფერავი, იმერული ცოლიკაური და მეგრული ოჯალეში. აკიდო განსხავავებულ ბოთლში ისხმება და ის თავისი მოცულობით არ ჰგავს, სტანდარტულ ღვინის ბოთლს. გვაქვს აკიდოს ბრენდის  ჭაჭაც. ასევე, შესაძლებელია ისარგებლოთ მაღაზიით და შეიძინოთ ჩვენთან წარმოდგენილი ყველა ღვინო.

 

რესტორნის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს: https://craftwinebar.resos.com/booking 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.