fbpx

თინათინ დალაქიშვილი, ანდრო ჯაფარიძე და თორნიკე გოგრიჭიანი Netflix-ის Extraction 2-ში თამაშობენ


გააზიარე სტატია

 

გამოვიდა ნეტფლიქსის Extraction 2-ის თიზერი, რომელშიც რამდენიმე ქართველი მსახიობი – თინათინ დალაქიშვილი, ანდრო ჯაფარიძე და თორნიკე გოგრიჭიანი მონაწილეობენ. 

ურთულეს მისიას გადარჩენილი ტეილორ რეიკი ბრუნდება და მისი გუნდი მზადაა ახალი მისიის შესასრულებლად, თუმცა მოკლული ქართველი განგსტერის ძმა მასზე დაუნდობელ შურისძიებას აპირებს. 

რეჟისორ სემ ჰარგრეივის სურათში ქართველ მსახიობებთან ერთად წამყვან როლებს კრის ჰემსუორთი, ირანელი მსახიობი გოლდშიფტე ფარჰანი და დანიელ ბერნჰარდტი ასრულებენ. 

აღსანიშნავია, რომ ფილმის პირველი ნაწილი, რომელიც 2020 წელს ენდი პარკსის გრაფიკული რომანების მიხედვით გამოვიდა, ნეტფლიქსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  და შემოსავლიანი ორიგინალური ფილმი გახდა.

IMDB-ის მიხედვით Extraction 2-ის პრემიერა დიდ ბრიტანეთში 2023 წლის 16 ივნისს არის დაგეგმილი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.