fbpx

დერგი – ადგილი კახეთში, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო


გააზიარე სტატია
რესტორანი „დერგი“ კახეთში, (ქიზიყში) სიღნაღის გზაზე, სოფელ ნუკრიანთან მდებარეობს. კახური სამზარეულოს გემრიელი კერძების, ღვინის, გემოვნებიანი ინტერიერის და გამორჩეული მასპინძლობის გამო დერგი მოკლე დროში ბევრისთვის საყვარელ ადგილად იქცა.
დერგის საავტორო მენიუ შეფ ლევან კობიაშვილმა შექმნა, დესერტები – შეფ-კონდიტერს მაკა ნიკვაშვილს ეკუთვნის, მაკა ხელმძღვანელობს რესტორნის სამზარეულოსაც.
დერგის მარანში კახური ენდემური ჯიშისგან რამდენიმე სახეობის ღვინო  იწურება.
სხვადასხვა კონცეფციის სივრცები, საშუალებას იძლევა რესტორანმა პარალელურად რამდენიმე ტიპის ღონისძიებას უმასპინძლოს. აქ იდეალური გარემოა ხელისმოწერის ცერემონიალებისთვის, ქორწილისთვის, კორპორატიული თუ სხვადასხვა დახურული წვეულებებისთვის.
ზაფხულობით დერგის ღია ტერასაზე ხშირად იმართება ქართველი შემსრულებლების მუსიკალური საღამოები.
დერგის დირექტორის, კატო რუხაძის თქმით, რესტორანი „დერგი“ მზად არის უმასპინძლოს  ნებისმიერი ტიპის წვეულებას, იქნება ეს მასტერკლასი უცხოელი სტუმრებისთვის, ღვინის დეგუსტაცია თუ სადღესასწაულო ვახშამი განსაკუთრებული კერძებით და გამორჩეული დიზაინით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.