fbpx

შოტლანდიური ვისკის ბრენდი „გლენმორანჯი“ საქართველოში ფოტომარათონს იწყებს


გააზიარე სტატია

 

ვიდრე სტატიის კითხვას დაიწყებ, აღმოაჩინე გლენმორანჯის  ფილტრი, გადაიღე ყველაზე ფერადი კადრი, მონიშნე Kolgatbilisiphoto-ს და Glenmorangie-ს ინსტაგრამ გვერდები და დასაჩუქრდი.

 

თანამედროვე მსოფლიოში ვხვდებით ისეთ ბრენდებს, რომლებიც მრავალწლიან ისტორიასა და ტრადიციებს თანამედროვე ღირებულებებით ამდიდრებენ და საკუთარ იდენტობას ორიგინალური ხედვით ქმნიან. სწორედ ამ სტრატეგიას იზიარებს „გლენმორანჯი“ – ვისკის სახლი, რომელიც სასმელს მე-19 საუკუნიდან აწარმოებს. 180-წლიანი ისტორიის განმავლობაში „გლენმორანჯიმ“ ის რეპუტაცია მოიპოვა, რომლითაც მსოფლიოში მოწინავე ბრენდად იქცა. 

„გლენმორანჯის“ ისტორია 1843 წლიდან იწყება, როცა  შოტლანდიელმა ფერმერმა უილიამ მეთისონმა სპირტის სახდელში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი დისტილერია შექმნა. მან იჯარით აიღო მორანჟის ფერმა, რომელიც დორნოქის სანაპიროზე მდებარეობდა და სწორედ აქ დააარსა დისტილერია, რომელსაც „გლენმორანჯი“ უწოდა. „გლენმორანჯი“  შოტლანდიურ გაელიკურ ენაზე „სიმშვიდის ხეობას“ ნიშნავს. ეს ფრაზა იმ გარემოს გამორჩეულ მშვენიერებას ეხმიანება, რომლის წიაღშიც ვისკის სახლი დაიბადა.  

„გლენმორანჯის“  ვისკის შემქმნელები ექსპერიმენტულ გზას ირჩევენ და მუდმივად სვამენ კითხვას – „რა იქნებოდა, თუ?“ თუმცა ამავდროულად, მიჰყვებიან ვისკის წარმოების ტრადიციებს და მრავალფეროვანი გემოს შექმნას განსაკუთრებული სიფრთხილით და ფილიგრანული ფანტაზიით ეკიდებიან.  დღესდღეობით, „გლენმორანჯი“  სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე წამყვან ადგილს იკავებს, მათ შორის არის საქართველოც. Ბრენდისათვის ადგილობრივ მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მომხმარებელთან ინტერაქციის ფარგლებში, „გლენმორანჯის“ კამპანიები მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორიც არის მაგალითად ვისკის საღამოები, სადაც დეგუსტაციასთან ერთად, აუდიტორია ნამდვილი  ვისკის წარმოების კულტურას და  „გლენმორანჯის“  მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ეცნობა.

Animated GIF

 „გლენმორანჯის“  საზღვრები კარგა ხანია გასცდა მხოლოდ ვისკის წარმოებას და მომხმარებლისათვის უნიკალურ გამოცდილებად იქცა. თუკი   „გლენმორანჯის“ უახლეს კამპანიებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ამ ბრენდმა აუდიტორიასთან კომუნიკაციის ფარგლებში უამრავ ორიგინალურ ხერხს მიმართა და სარეკლამო პროექტები  თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასაც კი დაუკავშირა. 


ამჯერად  შოტლანდიური ვისკის ბრენდი „გლენმორანჯი“ საქართველოში ფოტომარათონს იწყებს, რომელიც ორიგინალური კონცეფციით გამოირჩევა. კამპანია ფოტოგრაფიას, უახლეს ტექნოლოგიებსა და სოციალური ქსელების ტრენდებს აერთიანებს, რის შედეგადაც მარათონში ჩართულ მომხმარებელს ინტერაქციულ  თავგადასავალს სთავაზობს. კამპანიის ფარგლებში სპეციალური ტექნიკოლორ ფილტრი შეიქმნა, რომელსაც  ფოტოგამოსახულებაზე არსებული ფერების დათვლა შეუძლია. კამპანიის წესების მიხედვით, მონაწილეებმა ერთი კადრი უნდა გადაიღონ, აღნიშნული ტექნიკოლორ ფილტრი კი ავტომატურად დაითვლის, თუ რამდენი ფერია მასში გამოყენებული.  ყველაზე ფერადი კადრის სამ ავტორს  ბრენდი მისთვის ჩვეული, განსაკუთრებული გამოცდილებით დაასაჩუქრებს. ფოტომარათონში ჩართვა ნებისმიერ მსურველს 4-იდან 25 მაისის ჩათვლით შეუძლია. სპეციალურად მარათონისთვის შექმნილი ტექნიკოლორ ფილტრის პოვნა კი შესაძლებელია Kolga-ს, At.ge-ის და Hammock-ის ინსტაგრამ გვერდებზე. მარათონის ანონსი ფოტოფესტივალ „ქოლგას“ გახსნის ცერემონიაზე 4 მაისს, 20:00 საათზე შედგება. (მისამართი: ყოფილი ბაზრის ტერიტორია, კონსტიტუციის ქ. 6/52). 

 

ბმულზე პირდაპირ გადამისამართება მხოლოდ მობილური მოწყობილობების მეშვეობით არის შესაძლებელი, ეწვიეთ At.ge-ის  ინსტაგრამს და აღმოაჩინეთ ტექნიკოლორ ფილტრი.

 

ფოტომარათონის გალერეის დათვალიერებას შეძლებთ ამ ბმულზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.