fbpx

სტუდია DesignBureau და ახალი პლატფორმა „მადამ ბოზარჯიანცი“


გააზიარე სტატია

 

,,მადამ ბიზარჯიანცის’’ პირველი კოლექცია მილანის დიზაინის კვირეულზე, ალკოვას საგამოფენო სივრცეში იყო წარმოდგენილი.

ალკოვა უკვე მეხუთე წელია ყველაზე წარმატებული დიზაინ პლატფორმაა მილან დიზაინის კვირეულის ფარგლებში სადაც ბევრი დიზაინერი ცდილობს საკუთარი ნამუშევრების გამოფენას.

ერთი კვირის განმავლობაში ალკოვას გამოფენა 90 ათასზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა.  მედიაში გაშუქების შემდგომ მადამ ბოზარჯიანცის დიზაინ პლატფორმაზე საკმაოდ გაიზარდა გამოხმაურება კერძო პირებისა და სხვადასხვა ქვეყნების გალერეებისგან.

პლატფორმის სახელწოდება ,,მადამ ბოზარჯიანცი,, და პირველი კოლექციის შექმნა უკავშირდება ძმები ბოზარჯიანცების მიერ აშენებულ სახლს სადაც ამ ჟამად სტუდია „DesignBureau” მდებარეობს. ამ სახლში ცზოვრობდა მადამ ბოზარჯიანცი , მასზე ბევრი სხვადასხვა საინტერესო ამბავი არსებობს , იგი იყო პირველი ქალი, ვისაც თბილისში  საკუთარი მანქანა ჰყავდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by DesignBureau (@designbureau_studio)


პირველი კოლექცია, სახელწოდებით „ორეოლი – Halation” – ს მთავარი კონცეფცია არის ნათება რომელიც დამტვერილი და დაზიანებული ვიტრაჟის მეშვეობით ანათებს საერთო კიბეს და მიუხედავად ნაკლოვანებებისა სცენოგრაფიულ გარემოს ქმნის სახლის სადარბაზოში. ნათების ჩრდილი აისახება ოთხი ნაწილისგან შექმნილ ხალიჩაზე და ანაბეჭდს ტოვებს ლითონის მაგიდაზე.

კოლექცია ორეოლთან ერთად საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ია ლიპარტელიანის მიერ შექმნილი ხელით ნაძერწი თიხის სკულპტურული სანათები, რომელიც სანათის დროში ტრანსფორმაციის პროცეს ასახავს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.