fbpx

They Said Books და ართბითი წიგნს და ფოტო ნამუშევრების გამოფენას წარმოადგენს


გააზიარე სტატია

They Said Books და ართბითი 6 მაისს ძალიან საინტერესო  წიგნს   და ფოტო ნამუშევრების გამოფენას წარმოადგენს. ეს არის შესაძლებლობა გაეცნოთ, ბრაიან გრიფინისა და რეიკავაკუბოს საქართველოში მოგზაურობის ისტორიასა და 1990 წლის ფოტოსესიას, რომელიცჟურნალისთვის Six შეიქმნა.

1989-1991 წლებში სპეციალურად «Comme des Garçons» -ისთვის საქართველოში ბრაიანგრიფინმა მასშტაბური ფოტოსესია გამართა.მასშტაბური გადაღებები კახეთსა და თბილისშიშედგა  და შერჩეულ გადასაღებ მოედანზე მის ობიექტივში ადგილობრივებთან ერთადღირსშესანიშნავი ადგილებიც მოხვდა.

ბრიტანელი ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი 1948 წელს გაერთიანებული სამეფოს ქალაქბირმინჰემში დაიბადა და ამჟამად ლონდონში მუშაობს. მან სახელი 1980-იანი წლების პოპმუსიკოსების პორტრეტებზე მუშაობით გაითქვა, რისთვისაც ის 1989 წელს Guardian-მა„დეკადის ფოტოგრაფად“ მონათლა. მისი ნამუშევრები ხელოვნების საბჭოს, ბრიტანეთისსაბჭოს, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმისა და პორტრეტების ეროვნული გალერეისმუდმივმოქმედ კოლექციებში ინახება. ისინი ასევე გვხვდება Depeche Mode-ის ალბომის A Broken Frame ყდასა და ჟურნალ Life-ის „80-იანი წლების უდიდესი ფოტოგრაფების“ სპეციალურგამოცემაში.

 

გახსნა: 6 მაისი, 17:00-21:00

7 მაისი, 15:00-20:00

 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

At Factory Tbilisi , 114 აკაკი წერეთლის გამზირი, თბილისი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.