fbpx

KOLGA TBILISI PHOTO 2023 გაიხსნა: ნახეთ გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

4 მაისს KOLGA TBILISI PHOTO გაიხსნა. ფოტო-კვირეულის გახსნის ღონისძიება ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე გაიმართა. გახსნაზე ჟიურიმ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა, 9 მაისის ჩათვლით კი დამთვალიერებელს თბილისის სხვადასხვა სივრცეში რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა ელოდება.

წელს KOLGA TBILISI PHOTO 22-ე საფესტივალო  სეზონს ატარებს. როგორც ფოტო-კვირეულის დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა აღნიშნავს, ამ ხნის განმავლობაში  ფესტივალმა შეძლო  შესაბამისი რეპუტაციით დამკვიდრებულიყო,  რაც მონაწილეების ჩართულობის გაზრდაზე პირდაპირ აისახა. 

„ვფიქრობ, ამ პროექტმა თავისი დიდი როლი შეასრულა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში. მას მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კომპონენტიც აქვს – სხვადასხვა სეზონის განმავლობაში საერთაშორისო ფოტოგრაფიაში მოღვაწე არაერთი სახელგანთქმული პროფესიონალი გვესტუმრა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ხელს უწყობს ქართული ფოტოგრაფიის განვითარებას და მის დაკავშირებას საერთაშორისო სახელოვნებო სივრცესთან.“ – ბესო ხაინდრავა, KOLGA TBILISI PHOTO-ს დამფუძნებელი.

ფოტოკვირეულის პროგრამის გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს.

იხილეთ KOLGA TBILISI PHOTO 2023-ის გამარჯვებულები: 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.