fbpx

დამოუკიდებელი კინოთეატრებისა და კულტურული სივრცეების არქიტექტურა და დიზაინის ვორქშოფი 


გააზიარე სტატია

დოკუმენტური კინოს ასოციაცია თბილისის არქიტექტურის ბიენალესთან თანამშრომლობით იწყებს განაცხადების მიღებას ვორქშოფისთვის.

 

16-17 ივნისს დამოუკიდებელი კინოთეატრებისა და კულტურული სივრცეების არქიტექტურა და დიზაინი წარმოგიდგენთ.

თუ ხართ ჩართული ფილმების გავრცელებაში, ან დამოუკიდებელ კულტურულ სივრცეს მართავთ, ან ხართ არქიტექტორი და ეს სფერო გაინტერესებთ, ეს ვორქშოფი თქვენთვისაა.  3-დღიანი ვორქშოფი განსხვავებული სფეროს ადამიანებს ერთი მიზნის გარშემო გააერთიანებს – შეიმუშაონ თუ განავითარონ დამოუკიდებელი კინოთეატრებისა თუ კულტურული სივრცეების არქიტექტურული პროექტები, სადაც სივრცითი მოწყობა აუდიტორიის სახელოვნებო განცდის ნაწილია, მიმზიდველია თავშეყრისთვის და ხელს უწყობს სივრცის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.

ვორქშოფის მენტორია ფრანგი არქიტექტორი ჟან-მარკ ლალო, რომელსაც 20-წლიანი გამოცდილება აქვს ისეთი ურბანული სივრცეების დიზაინში, სადაც ხალხი იყრის თავს. ასეთებია სახელოვნებო ცენტრები, კინოთეატრები, თეატრები, რესტორნები.

ვორქშოფის პირველი დღე დაეთმობა თბილისში ურბანული და სახელოვნებო სივრცეების ხილვასა და მიმოხილვას. მეორე დღეს ჟან-მარკ ლალო მონაწილეებს გაუზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას, მინიშნებებს, შთაგონებებს, ასეთი სივრცეებისთვის დამახასიათებელ წესებსა და პრაქტიკას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფები იმუშავებენ რეალურ თუ მოაზრებით პროექტებზე, რომლებსაც მესამე დღეს საჯაროდ წარადგენენ.

ვორქშოფი წარმოადგენს იმპროვიზაციის, ახალი ცოდნის მიღების, სხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრის, თქვენი სახელოვნებო სივრცის განვითარებისა (თუ გაქვთ ასეთი) და ისეთ დამოუკიდებელ კინოთეატრზე ოცნების საშუალებას, რომელიც, ერთ მშვენიერ დღეს რეალობად იქცევა.

ვორქშოფში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ თბილისში მცხოვრებ ექსპატებს, განსაკუთრებით მათ, ვინც რთული სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნებიდან არიან.

 ვორქშოფისთვის მაქსიმუმ 15 მონაწილე შეირჩევა. მონაწილეობის საფასურია 60 ლარი (კვებისა და ყავის ხარჯი). რეგიონებიდან შერჩეული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია (კვების, ყავისა და მგზავრობის ხარჯი).

სამუშაო ენა: ინგლისური

ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა  bit.ly/42cAqvg

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 მაისი, 2023.

მეტი ინფორმაცია მენტორის ჟან-მარკ ლალოს შესახებ: www.atelierlalo.com
ვორქშოფი ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით: თბილისის მერია / Tbilisi City Hall, Institut Francais De Georgie, ევროკავშირის პროექტი EU4Culture, Goethe-Institut Georgien და TBC Concept – თიბისი კონცეპტი.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.