fbpx

„The Killers“ – 20 წლის წინ შექმნილი ბენდი, რომელსაც ახალგაზრდები დღესაც უსმენენ


გააზიარე სტატია

„The Killers-ისშემთხვევა პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ მუსიკას გეოგრაფიული საზღვრები მართლაც არ გააჩნიაეს ბიჭები დაიბადნენ და გაიზარდნენ ლასვეგასში, მაგრამ მათი კერპები იყვნენ: დევიდ ბოუი, „The Cure“, „Duran Duran“ და „New Order“. თითქოს, მათ შუაგულ ამერიკაში ბრიტანული მუსიკის გაცოცხლება უნდოდათ. ამისთვის შესაშური თავხედობა და სიჯიუტე იყო საჭირო. „The Killers-ეს ყველაფერი ჰქონდა.

მათი ისტორია 2001 წელს დაიწყო, როცა ოთხი ლასვეგასელი მუსიკოსი შეიკრიბა და ახალი ჯგუფი შეიქმნა. ბენდის შემადგენლობა დღესაც იგივეა: წამყვანი ვოკალი/კლავიშიბრენდონ ფლაუერსი, გიტარისტიდეივ კენინგი, ბასისტიმარკ სტორმერი და დრამერირონი ვანუჩი უმცროსი.

2004 წლის ზაფხულში გამოვიდა სადებიუტო ალბომიHot Fuss“. მელომანებისთვის დღემდე ერთერთი ყველაზე საყვარელი კომპოზიციაMr. Brightside“  ბრიტანული ჩარტების ტოპ ათეულში მოხვდა, ხოლო სიმღერაSomebody Told Me“ ევროპაში ნამდვილ ჰიტად იქცა. “Hot Fuss”-მა ბენდს პირველი გრემის ნომინაცია მოუტანა, Rolling Stone-მა კი, ის დეკადის 100 საუკეთესო მუსიკალურ ალბომებს შორის დაასახელა.

მათი დისკოგრაფია 2006 წლის შემოდგომაზე საგრძნობლად გაიზარდა, როდესაც გამოვიდა ალბომიSam’s Town“. დისკს ლასვეგასის უძველესი კაზინოს სახელი ეწოდა. ის შეერთებულ შტატებს ეძღვნებოდა იყო და ჰოლანდიელი ფოტოგრაფისა და რეჟისორის, ანტონ კორბინის შავთეთრი ფოტოებით იყო გაფორმებული. ფლაუერსმა მაშინ განაცხადა, რომ მეორე ალბომი მსოფლიოში საუკეთესო იყო, ბოლო 20 წლის განმავლობაში. „Sam’s Town-ისმეშვეობით, ბრენდონმა თავისი პერსონალური ისტორიები მუსიკალურ ჰიტებად აქცია, რაც 5 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარშიც აისახა.

საერთო ჯამში, 20-წლიანი კარიერის განმავლობაში, ჯგუფმა 7 სტუდიური ალბომი გამოუშვა და მსოფლიოს მასშტაბით, 6 ტურნე მოაწყო.

20 წლის წინ შექმნილ ბენდს დღეს ახალი თაობაც დიდი ინტერესით უსმენს. მაგალითად, 2004 წელს გამოშვებულMr. Brightsideძალიან ხშირად გადააწყდებით „TikTok-სადა ისეთ პლატფორმებზე, რომელთა მომხმარებლების უმეტესობა ჯერ კიდევ Gen Z-ის ასაკშია. „The Killers“ ისეთი მსხვილი მუსიკალური ფესტივალების მონაწილე და ჰედლაინერია, როგორიცაა: „Glastonbury Festival“, „Madison Square Garden“, „Lollapalooza“, „Coachella“…

დღესდღეობით, მათ მუსიკას უფრო პოპროკს, ალტერნატიულ როკს, ინდიროკს და პოსტპანკს თუ მივაკუთვნებთ, თუმცა ცოცხლად შესრულებისას „The Killers“ კლასიკურ როკჯგუფად გვევლინება. მათგან საოცრად ძლიერი მუხტი და თავბრუდამხვევი ენერგია მოდის.

საქართველოსა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ამ ბენდს ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს. 15 აგვისტოს ისინი „Black Sea Arena-ზეშეასრულებენ ყველა იმ ჰიტს, რომელიც მსმენელს გამორჩეულად უყვარს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს „The Killers“ ტურნეს ფარგლებში ეწვევა. წლევანდელ ტურნეში მათ ყურადღება განსაკუთრებით აქვთ გამახვილებული ვიზუალურ მხარესა და შოუს ელემენტებზე, რაც წარმოუდგენლად შთამბეჭდავ სანახაობას გვპირდება.

რაც შეეხება ბენდის ჯილდოებსა და აღიარებას, მათ სიის სრულად ჩაკითხვას რამდენიმე წუთი დასჭირდება. ამიტომ, დროის უკეთ გამოყენების მიზნით, ჯილდოებზე დიდი აბზაცის ნაცვლად, „Mr Brightside-ის“ live ვერსიას შემოგთავაზებთ. მოუსმინეთ და წარმოიდგინეთ, რა გველოდება „Black Sea Arena-ზე“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.