ქართველი ჟიური European Awards of Architectural Heritage Interventions 2023-ზე
MUA Architecture & Placemaking-ის თანადამფუძნებელი დევი ქიტუაშვილი 2023 წლის European Award of Architectural Heritage Interventions-ის ჟიურის წევრია.
კონკურსის მიზანია, გამოარჩიოს განსაკუთრებული ინტერვენციები ნაშენი მემკვიდრეობის ყველა ასპექტში და ხელი შეუწყოს მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ის ერთგვარი კატალიზატორია იმ გამოწვევებისა, რაც თან ახლავს built heritage-ის კონსერვაციასა და მასში ინტერვენციას, თანამედროვე არქიტექტურის გლობალიზაციის ფონზე. Architectural Heritage Intervention Awards 2023-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2023 წლის ივნისში, ბარსელონაში.
დევი ქიტუაშვილი შეაფასებს Disclosure-ის კატეგორიაში წარმოდგენილ პროექტებს. კატეგორია განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის პროექტებისთვის – პუბლიკაციები, სტატიები, აუდიო-ვიზუალური პროექტები, ღონისძიებები , რომლებიც მიმართულია მემკვიდრეობის ღირებულების და ცნობიერების ამაღლებისკენ არა მხოლოდ ინდუსტრიის პროფესიონალებს შორის, არამედ ზოგადად საზოგადოებაში.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო European Awards of Architectural Heritage Intervention-ის ჟიურის წევრი. მონაწილეობას მივიღებ იმ მნიშვნელოვანი პროექტების გამოვლენაში, რომლებიც ხორციელდება მთელს მსოფლიოში არქიტექტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და გააზრებისთვის“ – ამბობს დევი ქიტუაშვილი, MUA Architecture & Placemaking-ის თანადამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სწორედ MUA-ს კვლევითი პროექტი ‘თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა’ გახდა European Award for Architectural Heritage Intervention-ის ფინალისტი კატეგორიაში Disclosure წარდგენილი 200-მდე პროექტიდან.


