fbpx

ჯუდა ხატია ფსუტურის გამოფენა KHIDI-ში


გააზიარე სტატია

ჯუდა ხატია ფსუტური ქმნის ფოტოების სერიას სადაც ადამიანების ფრაგმენტებს (ფეხებს) ასახავს მათი ყველაზე რუტინული აქტივობების დროს.

სახის თუ იდენტობის სხვა რაიმე ნიშნის უქონლობით. ჯუდა ხატია ფსუტური ქმინს„ “იარლიყების“ თუ „კლიშეების“ სერიას, რომლითაც ყოველთვის ვცდილობთ ადამიანთა იდენტიფიცირებას თუ ჩვენთვის უკვე ნაცნობ ჯგუფში მოქცევას.

„ამ ჩემ ფეხებს“ ჩვენ ცნობიერებასა და აღქმაში არსებულ საზღვრებზე ხაზგასმის მცდელობაა.

ფეხები!  ადამიანის ფეხები მაოცებს. ძლიერების განცდას და მსხვრევადობის შთაბეჭდილებას ერთროულად აღძრავს. მოქნილიცაა და მყარიც, სწორიც და მრუდეც. ასეთი დიაპაზონი ქმნის ინტრიგას, დაუკმაყოფილებელ მოლოდინს. ფეხები ყოველთვის საინტერესოა.
შეუძლებელია ფეხებს არ უყურო. შეუძლებელია უყურადღებოდ დაგრჩეს ადამიანის შიშველი ფეხი. იდუმალება, მარად აუვსებელი სურვილი, მარად გამოუცნობი საიდუმლოა ადამიანის ფეხები. ფეხებზე უფრო მეტყველი არაფერია ადამიანში. ჯერ ხომ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ, გაქცევა შეგვიძლია. ფეხები შეიძლება იყოს მომლოდინე ან უარმყოფელი, ჩაკეტილი და ან მიმღები. ვგიჟდები ქვიშიან, მიწიან, ცეკვით დაღლილ მტვრიან ფეხებზე.
ადამიანის ფეხები, რაც უფრო მყარად დგას, მით უფრო მესექსუალურება. რაც მეტად ეტყობათ ძარღვები ტერფებზე და თითებზე, მით უფრო საინტერესოა. ფეხის თითები იწვევს სახლისა და სიმყუდროვის განცდას.
ყოველთვის საკვირველია ადამიანის ლამაზი და დაკუნთული წვივები.თუ ადამიანს ფეხი უჩანს, აუცილებლად დავაკვირდები. შეუძლებელია ყურადღების გარეშე დავტოვო.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.