fbpx

გადაიღე ყველაზე ფერადი კადრი – „გლენმორანჯის“ ფოტომარათონი გრძელდება


გააზიარე სტატია

4 მაისს  KOLGA TBILISI PHOTO გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე შოტლანდიური ვისკის ბრენდმა „გლენმორანჯმა“ ახალი ინტერაქციული პროექტი წარადგინა. „ყველაზე ფერადი კადრი“ – ასე ჰქვია ფოტომარათონს, რომელიც ფოტოგრაფიას, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და სოციალური ქსელის ტრენდებს აერთიანებს. კამპანიის ფარგლებში სპეციალური ტექნიკოლორ ფილტრი შეიქმნა, რომელსაც  ფოტოგამოსახულებაზე არსებული ფერების დათვლა შეუძლია. კამპანიის წესების მიხედვით, მონაწილეებმა ერთი კადრი უნდა გადაიღონ, აღნიშნული ტექნიკოლორ ფილტრი კი ავტომატურად დაითვლის, თუ რამდენი ფერია მასში გამოყენებული.  ყველაზე ფერადი კადრის სამ ავტორს  ბრენდი მისთვის ჩვეული, განსაკუთრებული გამოცდილებით დაასაჩუქრებს. ფოტომარათონში ჩართვა ნებისმიერ მსურველს 4-იდან 25 მაისის ჩათვლით შეუძლია. სპეციალურად ფოტომარათონისთვის შექმნილი ტექნიკოლორ ფილტრით სარგებლობისათვის მითითებულ ბმულს უნდა ეწვიოთ. 

ფოტომარათონის ძირითადი შთაგონება ფერებია, რასაც  „გლენმორანჯის“, როგორც ბრენდის ხასიათიდან გამომდინარე სიმბოლური დატვირთვაც აქვს. თავისი მრავალფეროვნებით, ფერადოვნებითა და შემოქმედებითი  ხედვით ბრენდი არსებულ ჩარჩოებს სცდება და მომხმარებლისათვის თავგადასავლებით სავსე გამოცდილების შექმნას ცდილობს. „გლენმორანჯის“ ვისკის შემქმნელებმა თავიდანვე შეძლეს, რომ ტრადიციული ღირებულებების დაცვით ექსპერიმენტული მიდგომებს გაჰყოლოდნენ, ეს ფოტომარათონიც სწორედ ამ ზოგადი სტრატეგიის გაგრძელებაა. პროექტის იდეის ავტორებისათვის აუცილებელი იყო, რომ პროექტი  სრულ ჰარმონიაში ყოფილიყო ბრენდის ხასიათთან და ეს თანხვედრა ნამდვილად შედგა. 

პროექტი ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის საკმაოდ საინტერესო გამოწვევა  აღმოჩნდა და სოციალური ქსელის არაერთმა მომხმარებელმა ფოტომარათონის წესების დაცვით, საკმაოდ შთამბეჭდავი კადრი გადაიღო. ამ დროსათვის „გლენმორანჯის“ ფოტომარათონის გალერეაში აღმოაჩენთ ფოტოებს, რომლებიც ავტორების ინდივიდუალურ ხედვას, ინტერესებს და ცხოვრების სტილს გადმოსცემს. 

ფოტომარათონში ჩართული თითოეული ადამიანი კადრებით თავის განსხვავებულ ისტორიას ჰყვება.

თუ სოციალურ ქსელში თქვენთვის მნიშვნელოვანი მომენტების გაზიარება გიყვართ, მაშინ „გლენმორანჯის“ ფოტომარათონში ჩართვა უნდა იჩქაროთ, რადგან მის დასრულებამდე ათ დღეზე ნაკლები დარჩა. მონაწილეობის შემთხვევაში კი  შესაძლებელია საუკეთესო ნამუშევრებს შორის სწორედ თქვენ მიერ აღბეჭდილი კადრი აღმოჩნდეს. 

გარდა მითითებული ბმულისა, „გლენმორანჯის“ ფოტომარათონის ტექნიკოლორ ფილტრის აღმოჩენა At.ge-ის ინსტაგრამის გვერდზეც შეგიძლიათ. 

გაითვალისწინეთ, რომ ბმულზე პირდაპირ გადამისამართება მხოლოდ მობილური მოწყობილობების მეშვეობით არის შესაძლებელი. ეწვიეთ At.ge-ის  ინსტაგრამს და აღმოაჩინეთ ტექნიკოლორ ფილტრი

ფოტომარათონის გალერეის დათვალიერებას შეძლებთ ამ ბმულზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.