fbpx

„გლენმორანჯის“ ფოტომარათონი დასრულდა: გაიცანით გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

4 მაისს შოტლანდიური ვისკის ბრენდმა „გლენმორანჯი“ ფოტომარათონი დაიწყო, რომელმაც ფოტომოყვარულებს ორიგინალური გამოწვევა შესთავაზა. 24 მაისს ეს კამპანია დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულებიც ცნობილია. 

ვიდრე გამარჯვებულების და მათი ნამუშევრების შესახებ მოგიყვებით, შეგახსენებთ, რომ პროექტი ფოტომოყვარულებს ყველაზე ფერადი კადრის გადასაღებად იწვევდა. კამპანიის ფარგლებში სპეციალური ტექნიკოლორ ფილტრი შეიქმნა, რომელსაც  გადაღებულ კადრში  არსებული ფერების რაოდენობის დათვლა შეუძლია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ „გლენმორანჯიმ“ ფოტომარათონის პირობები და წესები მაქსიმალურად დააახლოვა სოციალური მედიის მომხმარებლის გამოცდილებას – ტექნიკოლორ ფილტრების აღმოჩენა ნებისმიერ მსურველს Kolgatbilisiphotos-ს ინსტაგრამ-გვერდზე შეეძლო. ამასთან ერთად, ის ინტეგრირებული იყო  At.ge-ის და Hammock-ის ინსტაგრამის გვერდებზე.

კამპანიის წესების მიხედვით, მონაწილეებს ყველაზე ფერადი ფოტო ან  ვიდეო უნდა გადაეღოთ და აუცილებლად უნდა მოენიშნათ  Kolgatbilisiphoto-ს და Glenmorangie-ს ინსტაგრამ-გვერდები. გამარჯვებულად სამი ყველაზე ფერადი კადრის ავტორი სახელდებოდა.   

ფოტომარათონის კონცეფცია „გლენმორანჯის“ ღირებულებებთან განსაკუთრებით ახლოს არის, რადგან ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ახლო ემოციური კავშირი ჰქონდეს მომხმარებელთან და მათთან ურთიერთობა განსაკუთრებულ გამოცდილებად აქციოს. ფოტომარათონის მსვლელობამ და მონაწილეების აქტიურობამ კი ნამდვილად აჩვენა, რომ ბრენდმა ამ კავშირის შექმნა შეძლო. სამი კვირის განმავლობაში, ინსტაგრამის  მოყვარულებმა  5000-ზე მეტი კადრი გადაიღეს. ისინი ავტორის ხედვას, ისტორიებს, ინტერესებსა თუ გზავნილებს აღბეჭდავდა. 

როგორც უკვე აღინიშნა, ფოტომარათონის მონაწილეებიდან  ყველაზე ფერადი კადრის სამი ავტორი უკვე გამოვლინდა, ისინი ბრენდისგან საჩუქრად გამორჩეულ გამოცდილებას მიიღებენ და “გლენმორანჯის” თანხლებით განსაკუთრებით სასიამოვნო დროს გაატარებენ. 

„გლენმორანჯი“ სწორედ ის ბრენდია, რომელიც თავის მრავალწლიან ისტორიასა და ტრადიციებს თანამედროვე ღირებულებებით ამდიდრებს და საკუთარ იდენტობას ორიგინალური ხედვით ქმნის. სწორედ  ბრენდის ასეთი ექსპერიმენტული, მრავალფეროვანი და ინტერაქციული ხასიათიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინტერესო თავგადასავალი ამ ფოტომარათონით არ სრულდება და მომხმარებელს წინ კიდევ არაერთი განსაკუთრებული გამოცდილება  ელოდება. 

ფოტომარათონის გალერეის დათვალიერებას შეძლებთ ამ ბმულზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.