fbpx

USAID საქართველომ 26 მაისს, საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


გააზიარე სტატია

USAID საქართველომ 26 მაისს, საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და რუსთაველის გამზირზე მოწყობილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებულ ინსტალაციასთან #საქართველოსმეგობარი სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ, საქართველო-ამერიკის მეგობრობის სიმბოლიკიანი საჩუქრები აერჩიათ და ვიდეო გამოკითხვაში “რას ნიშნავს შენთვის დამოუკიდებლობის დღე” მონაწილეობა მიეღოთ.

USAID საქართველო: “გვიხარია, რომ ამ დიდი დღესასწაულის ნაწილი ვართ და თქვენთან ერთად ავღვნიშნავთ ისეთ მნიშვნელოვან თარიღს, როგორიც დამოუკიდებლობის დღეა. ვდგავართ იმ ხალხთან ერთად, ვინც იბრძოდა და იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისათვის და უკეთესი მომავლისთვის! ჩვენ სულ ვიამაყებთ ისეთი მეგობრით, როგორიც საქართველოა!”

#საქართველოსმეგობარი

#დამოუკიდებლობისდღე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.