fbpx

Mastercard-ისა და საფრანგეთის ტურიზმის სააგენტოს ექსკლუზიური შეთავაზებები ქართველი მომხმარებლებისთვის


გააზიარე სტატია

Mastercard-მა, საგადახდო სექტორის გლობალურმა ლიდერმა და საფრანგეთის ტურიზმის სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამ თანამშრომლობის უპირველესი მიზანი საფრანგეთში მოგზაურობისას საქართველოსა და სომხეთში გაცემული Mastercard World Black Edition-ის და Mastercard World Elite ბარათების მფლობელებისთვის ექსკლუზიური უპირატესობებისა და შეთავაზებების უზრუნველყოფაა.

Mastercard-ის გამორჩეულ შეთავაზებებს შორის არის Galeries Lafayette Paris Haussmann, Disneyland Paris, Get Jet და La Samaritaine.

 

Disneyland Paris
Mastercard-ის სტანდარტული და პრემიუმ ბარათების მფლობელებს შეუძლიათ პარიზის Disneyland-ში VIP ტური დაგეგმონ გიდის მომსახურებით.  დისნეილენდის სრული გამოცდილების მისაღებად, შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ სასურველი ადგილები დაჯავშნონ Disney Park-ის თეატრში, რაც ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს ისიამოვნონ სანახაობრივი შოუებითა და სპექტაკლებით. ორივე შეთავაზება  2024 წლის 31 მაისამდე გრძელდება.

 

Galeries Lafayette Paris Haussmann

World Elite ბარათის მფლობელებს Galeries Lafayette Paris Haussmann, ცნობილი სავაჭრო ცენტრი და პარიზის ღირსშესანიშნაობა სპეციალურ შეთავაზებას გიმზადებთ, რომელიც თქვენს შოპინგ გამოცდილებას დაუვიწყარს გახდის. შენაძენებზე 650 ევროდან ბარათის მფლობელები ექსკლუზიურ პრივილეგიებს იღებენ, მათ შორის სტუმრობას VIP სალონში, სადაც შამპანურთან და გამაგრილებელ სასმელთან ერთად, პერსონალური შოპინგ ასისტენტის მომსახურებაც შედის. ბარათის მფლობელებისთვის დამატებითი პრივილეგიებია: ცნობილ და ძვირადღირებულ ბრენდებზე სწრაფი წვდომა, უპრობლემო შეკვეთის პროცესი, შეძენილი ნივთების უფასო მიწოდება პარიზის ფარგლებში და მოწვევა პარასკევის ექსკლუზიურ Fashion Show-ზე გალერეა ლაფაიეტში.  ბარათის მფლობელები დამატებით მიიღებენ სპეციალურ საჩუქარს, რომლის გამოყენებაც QR კოდის საშუალებით არის შესაძლებელი. 

Get Jet

World Elite ბარათის მფლობელებს აქვთ ექსკლუზიური პრივილეგია დაჯავშნონ პერსონალური ფრენები Get Jet-ის მეშვეობით, რომელიც საავიაციო სერვისების მთავარი პროვაიდერია. მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ თვითმფრინავი 50-იდან 200-მდე მგზავრისთვის, შემდეგ ფორმატებში: Jet Sharing, Deals, Charter ან Empty Legs. ბრენდისგან განსაკუთრებული ყურადღების ნიშანია დამატებითი ფასდაკლება 300 ევროს ოდენობით. 

 

La Samaritaine

La Samaritaine World Elite Mastercard ბარათის მფლობელებს მთელი რიგი მიმზიდველი პრივილეგიებით ხვდება. დამხმარე პერსონალი მაღაზიის შესასვლელთან დახვდება მომხმარებელს, ასევე უზრუნველყოფილი იქნება მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის სასტუმროში მიტანა და სწრაფი, დამატებითი გადასახადისგან თავისუფალი პროცესი. წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში, ბარათის მფლობელებს შეუძლიათ გამოიძახონ პერსონალური სტილისტი და ასევე ექნებათ წვდომა კერძო ლაუნჯ Apartement-ზე სასმლითა და ხემსით.

 

ექსკლუზიური უპირატესობების შეთავაზებით და პრესტიჟულ დაწესებულებებთან თანამშრომლობით, Mastercard ყოველდღიურად ქმნის დაუვიწყარ მომენტებსა და გამოცდილებას თავისი მომხმარებლებისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.