fbpx

„მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“


გააზიარე სტატია

ქართულმა მინერალურმა წყალმა „ბორჯომმა“ ახალი, მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო

ერთხელ, თურმე ბორჯომის წყლით დაჭრილი ირემი განკურნებულა. ეს საოცრება მონადირეს უხილავს და მაცოცხლებელ წყალს თავადაც დასწაფებია. მიწიდან ამოხეთქილ სასწაულმოქმედ წყალზე ხალხში ხმა გავრცელებულა, მთა-ბარი შემოუვლია და მთელ ქვეყნიერებას მოსდებია. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ლეგენდა თაობიდან თაობას გადაეცა – „ბორჯომი“ კი, ჩვენი შთაგონება და კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ამ ლეგენდას უამბობს ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი შვეიცარიაში დაბადებულ ფრანგ  მსახიობს, მსოფლიო კინოს ვარსკვლავს – ვინსენტ პერესს, რომელიც ბრენდის ახალ საკომუნიკაციო კამპანიას „ბორჯომის“, როგორც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათის და სიამაყის მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად შემოუერთდა.

ვინსენტ პერესი, მსახიობი

„საქართველოში ჩამოსვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი.  ქართველ ხალხს ძლიერი ავთენტურობა აქვს, ძალიან თბილები, მიმღებლები და გულუხვები არიან. მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ქვეყანა თავისი ხალხით, ხელოვნებით და ულამაზესი პეიზაჟებით. საქართველოში ჩამოსვლა  განაპირობა მინერალური წყლის – „ბორჯომის“ ახალმა სარეკლამო კამპანიამ, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩავერთე სარეკლამო რგოლის გადაღებაში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ქართველ ხალხსა და საქართველოსთან ურთიერთობა დამეწყო. საინტერესო და შთამბეჭდავი დასანახია, თუ როგორ შეუძლია მინერალურ წყალს, ბუნების საჩუქარს, მიჰყვეს ქვეყნის ისტორიას და მის განუყოფელ ნაწილად იქცეს.  იმედია, მაყურებელიც ისევე ისიამოვნებს ამ სარეკლამო რგოლით, როგორც მე ვისიამოვნე ამ თანამშრომლობით“. 

ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ახალი მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიით „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს მთელ მსოფლიოს აცნობს. მაყურებელს კი საქართველოს გარშემო დროსა და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ – ეს არის კამპანიის მთავარი გზავნილი.

 

ნანიკო კუპრაშვილი, „ბორჯომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:  „ახალი საიმიჯო რგოლი  სამ ეპოქას აერთიანებს: მითურს, რომელიც „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას გვიამბობს; 1890-იანი წლებს, როდესაც „ბორჯომის“ საწარმოო წესით ჩამოსხმა დაიწყო და თანამედროვე ეპოქას. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ „ბორჯომი“ მისი ისტორიის განმავლობაში  მაცოცხლებელ ენერგიას გვაძლევდა. ესაა ბრენდი, რომლითაც თითოეული ქართველი ამაყობს და ცდილობს, რომ მის შესახებ უამბოს ყველას, გააცნოს მისი ისტორია, გაუზიაროს „ბორჯომის“ უნიკალური გემო და მაცოცხლებელი ძალა. სწორედ ამიტომ, ახალ კამპანიაში წარმოვადგინეთ  „ბორჯომი,“ როგორც ქართული იდენტობის და ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი“.

სარეკლამო რგოლსა და საკომუნიკაციო კამპანიაზე ქართული კრეატიული სააგენტო  „ლივინგსტონი” მუშაობდა.

ლევან ლეფსვერიძე, სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი:

“ბორჯომი ჩვენთვის ძალიან სიმბოლური ბრენდია, რადგან წლების წინ „ლივინგსტონმა“ პირველი ჯილდო სწორედ „ბორჯომის“ ბრიფით მოიგო.  გარდა ამისა, ის ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც საუკუნეებია ქვეყნის სავიზიტო ბარათის სტატუსს ინარჩუნებს.   სწორედ ამიტომ, კამპანიაშიც ვცადეთ, რომ „ბორჯომი,“ როგორც ეროვნული სიამაყე ყველაზე ავთენტური, ქართული გზით გვეჩვენებინა”.

ვიდეორგოლში გამორჩეული მრავალხმიანობის – „წინწყაროს“ გათანამედროვებული ვერსიის ფონზე ქართული ნაციონალური ბალეტის,  „სუხიშვილების“ მოცეკვავეები ეროვნული ქორეოგრაფიული საგანძურის რამდენიმე ცეკვას ასრულებენ, რომელიც სპეციალურად „ბორჯომის“ სარეკლამო რგოლისთვის „სამაიას,“ მონადირეებისა და სხვა ცეკვების ინსპირაციით შეიქმნა. მუსიკის ეს ვერსია სპეციალურად ამ კამპანიისთვის  სტუდია „პოსტრედმა“ დაწერა. 

გადაღებები ბორჯომის ხეობის გარდა, სვანეთში, ყაზბეგში, კახეთში, მცხეთასა და თბილისში მიმდინარეობდა. ქართული მინერალური წყლის ისტორიული მნიშვნელობის და ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობის  უკეთ გასაცნობად, სარეკლამო რგოლი საქართველოს გარდა, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში  გავა. სპეციალურად ახალი საკომუნიკაციო კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდი – borjomi.com 

გაეცანით „ბორჯომის“ მრავალწლიანი ისტორიის სხვადასხვა ეპოქას და ყველას გაუზიარეთ უნიკალური წყლის მაცოცხლებელი ძალა.

საიმიჯო ვიდეორგოლს უყურებ და ფიქრობ, რომ მითური ამბის ლეგენდიდან ნამდვილ ლეგენდამდე ბრენდმა უამრავ გამოწვევას გაუძლო, მრავალი თავგადასავალი გადახდა და დღეს, უკვე ძალიან გაზრდილს,  ჩამოყალიბებულს და საკუთარ ძალებში დარწმუნებულს გაცნობიერებული აქვს რა თავისი წარსული და აწმყო, იცის მომავალი რას ჰპირდება. ამიტომაც მზად არის ნამდვილი ლეგენდა, რასაც ბორჯომი ჰქვია, მსოფლიოს გააცნოს.  ამიტომაცაა, რომ ვიდეორგოლის სამივე პერიოდი „ბორჯომის“ მაცოცხლებელ ძალასა და პირველი ქართული მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიაზე გვიყვება, რომელიც დღეს უკვე ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

თეონა თავართქილაძე – დიზაინერი, ტელეწამყვანი: 

„მაცოცხლებელი ძალა ჩემთვის არის – ზოგადად წყალი! მინერალური წყალი „ბორჯომი“კი მდიდარია უნიკალური მინერალებით, რაც ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას ხელს უწყობს.

„ბორჯომის“ ისტორია საუკუნეებს ითვლის და ქართული იდენტობის, ტრადიციების და კულტურის ნაწილია. ახალი კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლი რამდენიმე წამში გიყვება არა მხოლოდ „ბორჯომის“ შესახებ, არამედ მაყურებელს მთელ საქართველოზე  უქმნის წარმოდგენას. განსაკუთრებით მომეწონა მხატვრის არაჩვეულებრივი ნამუშევარი. იკა ბობოხიძემ მოახერხა, რომ ნათლად წარმოეჩინა ქართული სამოსის უნიკალურობა“.

 

მანიკა ასათიანი – ტელეწამყვანი, მოდელი:

„როგორც წესი, „ბორჯომმა“ მიგვაჩვია გამორჩეულ და განსაკუთრებულ კამპანიებს და ვიდეორგოლებს. ყოველთვის უმაღლესს ხარისხს გვთავაზობს და თითქოს  უკეთესი რა უნდა იყოსო, მაინც ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს. ულამაზეს კადრებში თითოეული დეტალი  გათვალისწინებულია. იკა ბობოხიძის კოსტიუმები, ულამაზესი თინა დალაქიშვილი, სუხიშვილები, ვინსენტ პერესი – თან ბოლომდე ქართული და თან საერთაშორისო დონის საოცარი ვიდეორგოლი, რომელიც „ბორჯომის“ მაცოცხლებელ ძალასა და მასთან ერთად საქართველოს მთელ მსოფლიოს გააცნობს“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.