ქართველი მსახიობები ნიუ-იორკში, Extraction 2-ის პრემიერაზე
ნიუ-იორკში ფილმის, Extraction 2-ის პრემიერა გაიმართა, რომელსაც ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მსახიობებიც დაესწრნენ.
ფოტოები წითელი ხალიჩიდან ინტერნეტში ვრცელდება:
რეჟისორ სემ ჰარგრეივის ფილმში მთავარ როლს კრის ჰემსვორთი ასრულებს. სხვადასხვა როლზე კი ვიხილავთ ქართველ მსახიობებსაც თინა დალაქიშვილს, თორნიკე გოგრიჭიანს, ირაკლი კვირიკაძეს, თორნიკე ბზიავას, დათო ბახტაძეს, ლევან საგინაშვილს, მარიამ და მართა კოვზიაშვილებს და სხვა.
ურთულეს მისიას გადარჩენილი ტეილორ რეიკი ბრუნდება და მისი გუნდი მზადაა ახალი მისიის შესასრულებლად, თუმცა მოკლული ქართველი განგსტერის ძმა მასზე დაუნდობელ შურისძიებას აპირებს
Extraction-ის პირველი ნაწილი 2020 წელს ენდი პარკსის გრაფიკული რომანების მიხედვით გამოვიდა და ნეტფლიქსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი ორიგინალური ფილმი გახდა.
ფილმის პრემიერა NETFLIX-ზე სულ რამდენიმე დღეში, 16 ივნისს გაიმართება.