fbpx

Human rights ფესტივალზე სოსო ბლიაძის “ჩემი ოთახი“ საუკეთესო ფილმად დასახელდა


გააზიარე სტატია

ქართული კინოს მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს – რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმი „ჩემი ოთახი“ ვალენსიაში გამართულ 2023 International Festival Of Cinema And Human Rights Of Valencia-ზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა. 

„Best film, გილოცავთ“, –  წერს სოსო ფეისბუქზე.

აღსანიშნავია, რომ სურათისთვის ეს პირველი საერთაშორისო წარმატება სულაც არ არის – პრემიერა გასული წლის ივლისში კარლოვი-ვარის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. მას შემდეგ კი  თბილისის საერთაშორისო და კიოლნის კინოფესტივალები მოიგო. 

მთავარ როლებს თაკი მუმლაძე და მარიკა ხუნდაძე ასრულებენ. ფილმში ასევე იხილავთ: სოფიო ზერაგიას, ლაშაო გაბუნიას, სოსო ბლიაძეს, გიორგი წერეთელსა და გიორგი გრძელიძეს. 

აღსანიშნავია, რომ სცენარზე სოსო ბლიაძესთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელმა – თაკი მუმლაძემაც იმუშავა.

24 წლის თინას ოჯახიდან წამოსვლა და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება უწევს. თბილისში ის ოთახს  თანატოლ გოგოსთან ერთად ქირაობს, რომელსაც ცხოვრების სრულიად განსხვავებული სტილი აქვს.

“ბევრი არაჩვეულებრივი ფილმი იყო  კონკურსზე წარმოდგენილი, ამიტომ ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა  ეს გამარჯვება. თუმცა, სიხარულის შეგრძნების უნარი დაკარგული გვაქვს – კინოცენტრში განვითარებული მოვლენების გამო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას ქართული კინო… დიდად ვერ შევირგეთ ეს სიხარული“, – ამბობს AT.ge-სთან ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი თაკი მუმლაძე. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.