ბიოგრაფი “საკენის“ დეველოპერულმა პროექტმა კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა
“საკენი” მდინარეა აფხაზეთში, ჰოდა, ამ მხარეზე ამბავსაც განსხვავებულად მოგვითხრობს მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისში, რომლის მშენებლობაც ვაჟა-ფშაველას 25-ში უკვე დაიწყო. მშენებლობა სასტუმრო “აფხაზეთის” ტერიტორიაზე მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ თითოეულ აპარტამენტს აფხაზეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის სახელი დაერქმევა.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მცხოვრებლების სრულ კომფორტზეა ორიენტირებული. ამიტომაც, კომპლექსში ყველა ის საჭირო სერვისი იქნება თავმოყრილი, რაც მცხოვრებთა ყოველდღიურობას უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის.
“ბიოგრაფის” “საკენის“ დეველოპერულმა პროექტმა კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი უკვე გააფორმა. ცნობილია ყველა ის პრემიუმ ბრენდი, რომელიც აღნიშნულ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში იქნება წარმოდგენილი – დელიკატესების მაღაზია „გასტრონომის“ ჰიპერმარკეტი, „ოკტოპუსის“ 25-მეტრიანი აუზი და თანამედროვე ფიტნეს ცენტრი, „პოლის“ ფრანგული რესტორანი, იტალიური რესტორანი „ბისტრო გასტრონომისგან“, „დანკინის“ ამერიკული რესტორანი და ჯანსაღი კვების ქსელი “სკა“ – „საკენის“ კომპლექსში განთავსდება და მცხოვრებლების ყოველდღიურობას კომფორტულს და მოსახერხებელს გახდის.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „ბიოგრაფის“ პირველი პროექტის – „საკენის“ კომერციული პარტნიორები გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ შექმნის ჩვენთან ერთად იმ ეკოსისტემას, სადაც ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლისთვისაც კი სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება ერთ კომფორტულ სივრცეშია ხელმისაწვდომი და სრულყოფილი გარემოა იმისთვის, რომ დაზოგილი დრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას და ადამიანურ ურთიერთობებს დაუთმოს. „გასტრონომი“, „ბისტრო“,„ოკტოპუსი“,„პოლი“,„დანკინი“,„სკა“„ბიოგრაფთან“ერთად უკეთეს საცხოვრებელ გარემოს შექმნიან და კიდევ ბევრ პრემიუმ ბრენდს გაუჩენენ სურვილს „საკენის“ სივრცეში მოემსახურონ ერთგულ მომხმარებლებს და მათი ყოველდღიურობის ნაწილნი გახდნენ.“ – აცხადებს „ბიოგრაფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.
ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ ეკოსისტემაში მოქცეული პრემიუმ დელიკატესების მაღაზია „გასტრონომის“ ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი თბილისში, „ოკტოპუსის“ ფიტნეს დარბაზი და აუზი, ჩოგბურთის კორტები, საერთო სამუშაო სივრცე, „ბისტროს“, „პოლის“, „დანკინის“ და „სკას“ კაფე-რესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო, სპა და ესთეტიკური ცენტრები, აფთიაქი, ბანკი და სხვა „საკენის“ პროექტების ღირებული შეთავაზებაა და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო, ენერგია, შეამცირონ ხარჯები და კომფორტულად ისიამოვნონ ყოველდღიურობით.
„გასტრონომ ჯგუფი აღნიშნულ პროექტში წარმოდგენილი იქნება თავისი პრემიუმ კლასის მაღაზიით, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს არსებულისგან თვისობრივად განსხვავებულ კონცეფციას. გასტრონომ ჯგუფი ასევე წარმოდგენილი იქნება „ბისტრო გასტრონომისგან“. – აცხადებს გიორგი გეთიაშვილი, გასტრონომის დირექტორი.
„საკენი“ მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურისა და დახვეწილი ინტერიერის მქონე კომპლექსია, სადაც ისტორიულ მოტივებზე შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი განსაკუთრებულად ორგანულ და შინაურ გარემოს შექმნის. ადამიანები, ურთიერთობები და მათ მიერ შექმნილი ისტორიები ერთგვარი ეკოსისტემაა, ხოლო “ბიოგრაფის” საცხოვრებელი გარემო მკვეთრად უსვამს ხაზს მრავალფეროვანი ცხოვრების სტილს. პროექტში მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას:
„თბილისის ცენტრს დაემატება ახალი მულტიფუნქციური სივრცე, სადაც მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს. შესაბამისად, “ოკტოპუსსა” და “ბიოგრაფს” შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ „საკენში“ წარმოდგენილი იქნება “ოკტოპუსი” 25-მეტრიანი აუზით, სპორტული კომპლექსითა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და სპორტული სივრცეებით. – ამბობს გიორგი ასათიანი, “ოკტოპუსის” დირექტორი.
“ბიოგრაფი“„ვისოლ ჯგუფის“ წევრი ბრენდია, რომელსაც საქართველოს ბაზარზე წარმატებული ბიზნეს საქმიანობის 25-წლიანი ისტორია აქვს. „ბიოგრაფი“ საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე გასულ თვეს გამოჩნდა და ქვეყნის ურბანულ განახლებას და დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. კომპანია პირველ ეტაპზე „საკენის“ გარდა კიდევ ორ მრავალფუნქციურ კომპლექსს განავითარებს: „მატიანს“ წერეთლის და „ჰისნის“ ქეთევან დედოფლის გამზირებზე და საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს გააერთიანებს.