fbpx

Unfound Door – ადგილი, სადაც აწმყო წარსულის ექოს ხვდება


გააზიარე სტატია

თანამედროვე ცხოვრების წესის გათვალისწინებით, სასტუმროები გასცდა მხოლოდ სერვისზე ორიენტირებულ სტანდარტებს და იქცა სივრცეებად, რომლებიც ხელოვნებას, არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, კულინარიას აერთიანებს. თბილისში ბევრი გამორჩეული კონცეპტუალური სასტუმრო გაჩნდა, რომლებმაც საკუთარი ბრენდი  ორიგინალური ხედვით დაამკვიდრეს. მათ შორის კი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს Unfound Door, რომლის ესთეტიკაც უნიკალური და მხოლოდ ამ ადგილისათვის დამახასიათებელია. როგორც თავად ადმინისტრაცია სასტუმროს კონცეფციას აღწერს, „ეს არის ადგილი, სადაც აწმყო წარსულის ექოს ხვდება“. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს იმ ატმოსფეროს, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ. 

Unfound Door აღმაშენებლის 111 ნომერში მდებარეობს. მე-19 საუკუნის ბაროკოს არქიტექტურა და ინტერიერი თანამედროვე ცხოვრების წესზე მორგებულ სერვისს ერწყმის, რაც მომხმარებლისათვის საუკეთესო გამოცდილებად იქცევა. აღსანიშნავია, რომ Unfound Door-ის გუნდმა კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა ისე შეძლო, რომ მისი ყოველი ავთენტური დეტალი შეენარჩუნებინა. თანამედროვე ელემენტების დამატებით კი ამ სივრცის ისტორიული მნიშვნელობა გაცოცხლდა.

Unfound Door-ს ბევრი რამ გამოარჩევს – მაგალითად, სასტუმროს ნომრების ინდივიდუალური კონცეფციური დიზაინი, რომელიც კინემატოგრაფიულ გარემოს ქმნის. მათი ინტერიერის თითოეული დეტალი თავის ამბავს ჰყვება.  

სასტუმროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კულინარიული ფილოსოფიაა, რომელიც ქართულ და ევროპულ სამზარეულოს აერთიანებს. Unfound Door Gastro Bar-ის მენიუში აღმოაჩენთ კერძებს, რომლებიც ფრანგული ტექნიკით ქართულ ტრადიციებს გადმოსცემს. „ჩვენ საქართველოს სხვადასხვა სოფლიდან ვარჩევთ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ საუკეთესო ინგრედიენტებს, რითაც ჩვენი კერძების ავთენტურობასა და ხარისხს განვსაზღვრავთ“, – ამბობენ Unfound Door-ის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მენიუზე ის პროფესიონალები ზრუნავენ, რომლებიც მრავალმხრივი  კულინარიული გამოცდილებითა და ოსტატობით  გამოირჩევიან. Unfound Door-ის ბრენდ-შეფი გრიშა სამგინია, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბრენდ-შეფის, არამ მნაცაკანოვის მოსწავლე იყო. Მნაცაკანოვი თანამედროვე კულინარიული სამყაროსათვის ერთ-ერთი ავტორიტეტული პერსონაა, რომელსაც საკუთარი რესტორანი არაერთ ქვეყანაში აქვს. Მათ შორისაა  საფრანგეთი. სწორედ საფრანგეთში მდებარეობს  არამ მნაცაკანოვის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე, რომელმაც მიშლენის ვარსკვლავი დაიმსახურა. 

Unfound Door-ის მენიუში კულინარიული ოსტატობით დამზადებულ კერძებთან ერთად, ჰარმონიული გემოებით შექმნილ საავტორო კოქტეილებსაც აღმოაჩენთ. მრავალფეროვანი არომატების კოქტეილები ამ Unfound Door-ში დაგროვებული მოგონებების იდეალური მეგზურია. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Unfound Door წარსულისა და აწმყოს ერთმანეთთან დაკავშირების იდეით  ხასიათდება. ეს იდეა კი ზუსტ თანხვედრაშია ქართული ღვინის ფენომენთან, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში ტრადიციებს თანამედროვე ცხოვრების წესთან აერთიანებს. „ღვინის მენიუში სიამაყით გადმოვცემთ ქართული მეღვინეობის მდიდარ ისტორიასა და კულტურას. 

თავად ამ ისტორიულ შენობაშიც, მე-19 საუკუნიდან იმართებოდა სალონური შეკრებები და საუბრები, რაც ქართული ღვინის თანხლების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ გულდასმით შევარჩიეთ მეღვინეები მთელი ქვეყნიდან, რათა სრულად წარმოგვეჩინა საქართველოს ღვინის მემკვიდრეობა. ყოველი ბოთლი გამოხატავს მიწასთან და ვაზთან მოპყრობის ქართულ უნიკალურ ტრადიციებს“. – Unfound Door.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  Unfound Door სწორედ იმ გარემოს ქმნის, სადაც  დროის გატარების, კერძებისა და ღვინის დაგემოვნებისას ახლებური ხედვით გადმოცემული ტრადიციების თანამონაწილე ვხდებით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.