fbpx

ბერსერკები I: მისია – აღდგენილი სპექტაკლი თეატრ „ჰარაკში“ 10, 12 და 13 ივლისს


გააზიარე სტატია

თეატრალური სეზონის მიწურულს, 10, 12 და 13 ივლისს, „ჰარაკის“ სცენას ბერსერკები უბრუნდებიან – ახალი გამოცდილებით, სახეცვლილი დადგმითა და განახლებული შემადგენლობით! “ჰარაკის” სცენაზე სპექტაკლი პირველად 2022 წლის ნოემბერში დაიდგა, ახლა კი  შეცვლილი სახით ბრუნდება.

თავის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ნაწარმოებში ჰაინერ მიულერი საფრანგეთის რევოლუციური მთავრობის მიერ 1799 წელს იამაიკაზე გაგზავნილი სამი ემისრის შესახებ მოგვითხრობს. პიესის მთავარი ხაზი ბრიტანეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ იამაიკაზე მონათა აჯანყების წარუმატებელი მცდელობის ირგვლივ  იგება. სამშობლოში შეცვლილი პოლიტიკური ვითარება პიესის გმირებს შორის კონფლიქტს წარმოშობს. დაკარგა თუ არა აზრი მისიამ, თუ მისი წყარო აღარ არსებობს?

მიულერის პიესა მეგობრობისა და ღალატის, თავგანწირვისა და იმედგაცრუების შესახებ მსოფლიოს ოცამდე ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე, პოსტდრამატული თეატრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლება.

სპექტაკლის პრემიერა 21 და 24 ნოემბერს შედგა თეატრალურ კომპანიაში „ჰარაკი”. „ბერსერკები I: მისია” ხუთნაწილიანი ციკლის პირველი ნაწილია. ესაა მოუხელთებელი, კარნავალური დადგმა-თამაში, მითი, რომელმაც „ჰარაკის” სცენაზე დაიწყო განსხეულება.

ავტორი: ჰაინერ მიულერი

რეჟისორი და მთარგმნელი: გიორგი ჯამბურია

მონაწილეობენ: მათე ხიდეშელი, ნინი იაშვილი, სოფიკო გვიმრაძე, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, გვანცა ენუქიძე, თემო რეხვიაშვილი, სანდრო თედიაშვილი

რეჟისორის ასისტენტი: შაკო დევდარიანი

სცენა და კოსტიუმები: თამარა მაღლაფერიძე

პროდიუსერი: მარიამ პაიჭაძე

მუსიკალური ხელმძღვანელი: ზურაბ ბაბუნაშვილი


ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე. კარზე შეძენის შემთხვევაში, სტუდენტებისთვის
მოქმედებს ფასდაკლება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.