fbpx

ორგანიზაცია Animal Project – ზუგდიდში კომპანიონ ცხოველებზე ცნობიერების ამაღლებისთვის ღონისძიებას მართავს


გააზიარე სტატია

Feel the PAWer of love in Zugdidi – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზაცია “პროექტი ცხოველებისთვის” (Animal Project) 20 ივლისს სკეიტ-პარკში უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების პრობლემაზე და ამ პრობლემის მოგვარებაში უფრო მეტად ჩართვა.

„მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენა“ სხვადასხვა არაჩვეულებრივი საჩუქრით – საბავშვო გასართობი კუთხე, ფოტოგამოფენა, ვეტერინარის საჯარო ლექცია – ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სტუმრებს ღონისძიებაზე ელოდებათ. გარდა ამისა, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საინფორმაციო მასალებს, მიირთვან გემრიელი “სთრით ფუდი”, ისიამოვნონ გამაგრილებელი სასმელებით და საქველმოქმედო მარკეტში  უამრავი ლამაზი და საინტერესო ნივთი შეიძინონ.

გვექნება შესაბამისი მუსიკაც, რომელიც სტუმრებისთვის პოზიტიურ გარემოსა და განწყობას შექმნის. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პროექტი საზოგადოების ცოდნას კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ უფრო გააღრმავებს და მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების სოციალურ პრობლემაზე ცნობიერებას საგრძნობლად გაზრდის.

ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში აღარ ცხოვრობდნენ, ამისათვის კი აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების სტრატეგიის აღსრულება და მოსახლეობის მეტი ჩართულობა. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ღონისძიების აქტივობები:

▪ მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენა

▪ Befor & After ქუჩიდან აყვანილი ცხოველების ფოტოგამოფენა

▪ ვეტერინარის საჯარო ლექცია

▪ საბავშვო კუთხე – ცხოველების სახლების მოხატვა და სხვა აქტივობები

▪ საქველმოქმედო მარკეტი – ვენდორების მიერ წარდგენილი სხვადასხვა

ნივთები, აქსესუარები

▪ გასაჩუქებელი საკვების  კუთხე

▪ სთრით-ფუდი

▪ მუსიკა

ღონისძიება დაიწყება 17:00 საათიდან.

Feel the PAWer of love ივენთის ფარგლებში გაიმართება ქუჩიდან აყვანილი მეტისების გამოფენა, რომელიც მიზნად ისახავს:

▪ კომპანიონი ცხოველების ქუჩიდან/თავშესაფრიდან აყვანის წახალისებას.

▪ იმ სტერეოტიპების მოშლას, რომელიც მეტისების გარშემოა შექმნილი, რომ ისინი ე.წ. ჯიშიან ცხოველებზე ნაკლებად ჯანმრთელები, ჭკვიანები, ლამაზები და კარგები არიან.

▪ გამოფენების და სილამაზის კონკურსების კონცეფციის გაშარჟებას, საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, თუ რამდენად არასწორი და არაჯანსაღია გარეგნობაზე და სილამაზეზე ორიენტირებული ღონისძიებები.

გამოფენაში მონაწილეობის მსურველებს მხოლოდ ერთი პირობა აქვთ: მათი ოთხფეხა მეგობრები უნდა იყვნენ ქუჩიდან აყვანილი მეტისები.  მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია (მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია).

ნომინაციები:

▪ ყველაზე განიერი

▪ ყველაზე მოკლე

▪  პატრონს ყველაზე მეტად დამსგავსებული

▪ ყველაზე გადარჩენილი (აქ ცხოველის პატრონმა უნდა გაგვიზიაროს ისტორია, თუ

როგორ იპოვა თავის ოთხფეხა მეგობარი და რა ისტორია ჰქონდა მას, სანამ ახალი

ოჯახის წევრი გახდებოდა)

▪ ყველაზე მეტისი

▪ მის ზუგდიდი

▪ მისტერ ზუგდიდი

ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური.  გამარჯვებულებს სახალისო სერტიფიკატთან და მედალთან ერთად, არაჩვეულებრივი საჩუქრები გადაეცემათ. ღონისძიების ორგანიზატორი Animal Project (პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით).

“მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენის” სპონსორები:

▪ Tsugrumela

▪ Tegeta

▪ Body Shop

▪ Tene

▪ Veli Store

▪ Nexgard Spectra

▪ Giovanni Mora

▪ Happy Dog

▪ Geo Snacks

▪ Enzo

▪ Alter Socks

▪ Ringo

▪ თბილისის ბიბლიოთეკები

▪ სულაკაურის წიგნის მაღაზია

ზუგდიდიდან:

▪ Tamtini Bakery

▪ International Business School

 

▪ ავტოტესტცენტრი

▪ Lazebi

▪ Anaklia Resort Pratap’s Signature

▪ Garden Palace

საქველმოქმედო ბაზრობის პარტნიორები:

 

ზუგდიდიდან:

▪ ეკო ხელნაკეთი

▪ ხელები მშვიდობისთვის

▪ 7R Georgia

▪ ციცისგან

▪ ნეოგენი

 

ღონისძიების ტექნიკური მხარდამჭერები:

▪ ზუგდიდის მერია

▪ ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო

 

კვებისა და სასმელის ვენდორი:

▪ Mego Bar


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.