fbpx

რა ელოდებათ ბათუმში ჯაზფესტივალის სტუმრებს თიბისი კონცეპტისგან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

28 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ბათუმში მე-16 ჯაზფესტივალი გაიმართება. 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენის ორგანიზებით, ფესტივალი სტუმრებს განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდება – სამივე საფესტივალო დღის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული არტისტები არიან. დეტალებს ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში გაეცნოთ. ახლა კი იმ სასიამოვნო შეთავაზებების შესახებ მოგიყვებით,  თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს რომ ელოდებათ ფესტივალის დღეებში.

საუკეთესო გამოცდილების მისაღებად 28 ივლისს ჯაზმატარებელი გავა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით – თიბისი კონცეპტის მომხმარებლები დაუვიწყარ სამდღიანი დღესასწაულს მგზავრობიდანვე დაიწყებენ. 

მანამ, სანამ ფესტივალის ლეგენდარულ მუსიკოსებს მოუსმენდეთ, დღის განმავლობაში, შუადღის 2-იდან საღამოს 5 საათამდე  შეგიძლიათ  დაესწროთ ივერია ბიჩის დღის ივენთებს და განსაკუთრებული მუსიკის მოსმენით მოემზადოთ ჯაზის საღამოებისთვის. 

28 ივლისს Haverd-ის მოსმენის შესაძლებლობა გექნებათ, 29-ში GOME-ის, ხოლო 30 ივლისს Baris K-ის მოსმენას შეძლებთ. თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის ივერია ბიჩის სანაპიროზე შესვლისას 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. გარდა სასიამოვნო მუსიკისა, ივერია ბიჩის სანაპიროზე გელოდებათ კოქტეილები და საჩუქრები.

განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებთ ფესტივალის ახალ ლოკაციაზე – სთეიჯ 17-ის ტერიტორიაზე დახარჯული თანხის 15%-ის დაბრუნების შესაძლებლობა გექნებათ.

ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი გარდა საკონცერტო საღამოებისა,   ქალაქის მაქსიმალურად შეგრძნებასაც მოიაზრებს. სწორედ ამიტომ, ქალაქში Scroll-ით მგზავრობისას 25%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობა გექნებათ, ხოლო Glovo-ს აპლიკაციის ბათუმის ობიექტებში – 30%-ის. 

მათ, ვისაც ბათუმის კაფეები მოენატრა, თამამად შეუძლია პარტნიორ ობიექტებს ესტუმროს. 

Ska, 8000 მოსავალი, blue Elephant, ლიმონი, 9 მთა, ვერანდა აკროპოლი, პანორამა, ოვალი – ეს იმ კაფეების ჩამონათვალია, სადაც 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდისას 27-იდან 31 ივლისის ჩათვლით.

ბათუმის სანაპირო, ზაფხული, გემოვნებიანი მუსიკა, გემრიელი საკვები და კაფეები – ამ ყველაფრის გაერთიანება ივლისის ცხელი დღეების მიწურულს თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებებით კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.