fbpx

2023 წლის გამოსაშვები კურსის გამოფენა VAADS-ის კამპუსის ახალ გალერეაში


გააზიარე სტატია

VAADS-ის კამპუსის ახალ საგალერიო სივრცეში პირველი, 2023 წლის გამოსაშვები კურსის გამოფენა გაიმართა.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია 6 კურსდამთავრებულის სადიპლომო ნამუშევრები ( თინა ჯანიაშვილი, თეიმურაზ ერისთავი, თათა ფოცხვერაშვილი, მარიამ აბაშიძე, იოანე წულაია, ანა ტარაშვილი ).

თითოეული სტუდენტის ნამუშევრები დამოუკიდებელ კონცეფციას წარმოადგენს, რომელიც ჯგუფურ სურათს კრავს.

თინა ჯანიაშვილი – სიჩუმით შველა

წარმოდგენილ თეზისში განხილულია პროცესისა და მედიაციის გავლენას, თუმცა არა როგორც თემა, რომელიც ილუსტრირებულია გამოფენილ ნამუშევრებში, არამედ როგორც საკვლევი ფენომენი/სივრცე, ფიქრის არე. ამ ძიების რიგ მიგნებებს მოიცავენ ეს  ნამუშევრები და გამართლებას ჰპოვებენ მატერიალურ სამეტყველო ენაში. კვლევის საგნად არჩეულია ნაწარმოები, როგორც ვიზუალური თხრობის პროცესი. ხელოვანი მიზნად კი ისახავს გამოიკვლიოს თუ როგორ და რაზე მეტყველებს ნამუშევარი, ან მეტყველებს თუ არა ის საერთოდ…

თეიმურაზ ერისთავი –  ბრმა წერტილი

ინსტალაციაში წარმოდგენილი ნამუშევრები საუბრობენ, მაღალეფექტურობისკენ მოძრავ სამომხმარებლო ინდუსტრიაში გაჩენილ, გადაცდომებსა და გაუთვლელობებზე.

მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ჩატარებულ ოპერაციაში გაპარული ცდომილებები იკავებენ ცენტრალურ პოზიციას ნარატივში და გვესახებიან, როგორც ბრმა წერტილები მუდმივად ხილულ სივრცეში…

თამარ ფოცხვერაშვილი – ჩემი კანი, ჩემი დღიური

“ჩემს სამუშაო პრაქტიკაში ყოველთვის აქტუალური იყო საკუთარი ორგანოების ფუნქციონირებაზე, ემოციურ სტაბილურობაზე და მთლიანად სხეულზე დაკვირვების პროცესი. მას შემდეგ, რაც ჩემი შიშის კოეფიციენტი გაიზარდა, დავიწყე მასზე მორგებული თავდაცვის მექანიზმების ძებნა და გამოყენება ყველა სიტუაციაში…”

მარიამ აბაშიძე – რძის კომპოზიცია

“ჩემი კვლევის ობიექტი რუსთავის ქარხნები, დაბინძურებული ჰაერი და შედეგად გამოწვეული დაავადებებია. ჩემი ინტერესი ამ თემისადმი პერსონალურია, რუსთავში გავიზარდე, ოჯახში, რომლის ხუთი წევრი ათწლეულების განმავლობაში რუსთავის აზოტის ან მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. მათ შორის – ბებიაჩემი, რომელსაც გასულ წელს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს…

ქარხნების დადანაშაულება ბებიაჩემის დაავადებაში არის მცდელობა, მოვყვე ამბავი, რომელსაც მკერდის კიბოს შესახებ დისკურსში ხშირად იგნორირებულია სტატისტიკის თვისების გამო, ყურადღება მიგაპყრობინოს დიდ ჯგუფებზე და ამით დაგავიწყოს, რომ პატარა ჯგუფებიც მისი ნაწილია.”

იოანე წულაია – ნახვამდის ლურჯო ცავ

ფლამინგო და ფოტოქაღალდები ორი სრულიად დამოუკიდებელი ნამუშევარია, მათი ერთადერთი საერთო მასალაა, და დაპირისპირება რომელიც მათ შორისაა. ფლამინგო ინფორმაციის ზღვაა, გაუცნობიერებლად გაწვდის ინფორმაციას წყალზე, დაბინძურებაზე, პოლიეთილენზე, ყველაფერთან ერთად კი არ გძაბავს, მიუხედაავდ სტრესული ინფორმაციისა ვიზუალი გატყუებს და ტყურადღება გადააქვს.

ანა თარაშვილი – 5, ბოსტან-ქალაქის ქუჩა, რუსთავი

“დროის ერთადერთი განზომილება, რომელშიც ადგილი არსებობს, წარსულია, სადაც ის მოგონებების სახით არის აკუმულირებული. მეხსიერებაში ყოფნა არსებობის მიბაძვაა, მაშინაც კი, თუ ჩვენი გონება უზუსტესად ინახავს წარსულის ამბებს. შესაბამისად, ადგილი, რომელიც მხოლოდ წარსულში არსებობს, ქრება.

ხოლო გაქრობის გარდაუვალობის წინაშეა ჩვენი იდენტობა, რომელიც ადგილთანაა გადაჯაჭვული.

ჩემი ნამუშევარი, სადაც ჩემი ბავშვობის სახლის, ბოსტან-ქალაქის 5-ის,  რეპრეზენტაციას, ბებიაჩემის მოქსოვილ ფარდაგს ვაერთიანებ რუსთავის რუკასთან, არის ჩემი მცდელობა, ადგილისთვის მატერიალური სახის მიცემის, რომლის მიზანიც ჩემი ინტერპრეტირებული ადგილი და, შესაბამისად, საკუთარი ,,მეს” შენარჩუნებაა…”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.