The Killers-ის სკანდალური კონცერტი საქართველოში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა
გააზიარე სტატია
15 აგვისტოს ქართველმა მსმენელმა ამერიკულ როკბენდს – The Killers-ს მოუსმინა – რუსი დრამერის სცენაზე აყვანამ და მაყურებლის უკმაყოფილების პასუხად სოლისტის მოულოდნელმა განცხადებამ, რომ „რუსები და ქართველები დები და ძმები არიან“ კი ბენდი საერთაშორისო სკანდალში გახვია.
მიუხედავად იმისა, რომ The Killers-მა მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა, მათ პოზიციას Black Sea Arena კატეგორიულად გაემიჯნა, ამბავი კი სწრაფად გააშუქეს ისეთმა გავლენიანმა მედიებმა მსოფლიოში, როგორიცაა: BBC NEWS, REUTERS, INDEPENDENT, The Guardian და სხვა. „The Killers ბოდიშს იხდის მას შემდეგ, რაც ბრენდონ ფლაუერსმა სცენაზე რუსი ფანი აიყვანა და ქართველებს და რუსებს ძმები უწოდა“, – წერს Daily Mail.