fbpx

ელენე ნავერიანის ფილმს – „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს კინოფესტივალზე ორი ჯილდო გადასცეს


გააზიარე სტატია

ქართველი რეჟისორი ქალის, ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტია – ფილმმა ორ სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. 

პირველი ჯილდო საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის, ხოლო მეორე საუკეთესო  მსახიობი ქალის მთავარი გმირის როლის შესრულებისთვის, ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა. 

ფილმი მარტოხელა ქალის, ეთეროს შესახებ გვიყვება, რომელიც პატარა ქალაქში ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს. მოულოდნელად კი ის სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა და მისი სტაბილურად მოსაწყენი ყოველდღიურობაც თავდაყირა დგება.

აღსანიშნავია, რომ ფილმი თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა.  სცენარზე კი თავად რეჟისორმა ნიკოლოზ მდივანთან ერთად იმუშავა. 

სურათის პრემიერა 2023 წლის მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.