fbpx

„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით, წინანდლის ფესტივალი მეხუთე საიუბილეო სეზონით ბრუნდება


გააზიარე სტატია

წინანდლის ფესტივალი ის მოვლენაა, რომელიც კლასიკური მუსიკის სამყაროში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. 2023 წელს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მეხუთე, საიუბილეო სეზონს აღნიშნავს. ფესტივალი 31 აგვისტოს წინანდლის მამულში გაიხსნება და 10 სექტემბერს დაიხურება.  „თიბისი კონცეპტი ტრადიციისამებრ ფესტივალის მხარდამჭერია და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შთამბეჭდავი გამოცდილების მისაღებად უნიკალურ ისტორიულ სივრცეში ეპატიჟება. 

როგორც წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე აღნიშნავს, „ფესტივალისათვის მეხუთე საიუბილეო წელი ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალი სხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოების ცნობიერებაში“. 

წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი პან-კავკასიური ორკესტრია. ის წინანდლის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი სიმფონიური ორკესტრია, რომელიც რეგიონის შვიდი ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქმენეთი)  არჩეული ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული. 

აღსანიშნავია, რომ  ფესტივალის  მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა, მიუხედავად თავისი გადატვირთული გრაფიკისა, წელს კვლავ ეწვევა წინანდალს.  რაც შეეხება მონაწილეებს, ფესტივალის 11-დღიან პროგრამაში ვიხილავთ კლასიკური მუსიკის ისეთ გამოჩენილ სახელებს, როგორებიც არიან: მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიე კაპუსონი.

მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ქართველი ვარსკვლავები: 13 წლის ცოტნე ზედგინიძე, რომელსაც „ვუნდერკინდად“ მოიხსენიებენ, ლიზა ბათიაშვილი, ნინო ჟვანია, ირინა შერეზადაშვილი. წინანდლის ფესტივალის პროგრამაში ასევე მოვისმენთ გამორჩეულ ახალგაზრდა ქართველ პიანისტ გიორგი გიგაშვილს, რომელმაც თავისი შემოქმედებით მსოფლიო ყურადღების მიპყრობა შეძლო.

გიორგი გიგაშვილი, პიანისტი:  „უკვე არაერთი წელია წინანდლის ფესტივალის მონაწილე ვარ,  მაგრამ ამ საოცარ გარემოში წელს პირველად მაქვს სოლო კონცერტი. მაღალი რანგის მუსიკოსების გვერდით ყოფნის, დაკვრის, ან უბრალოდ მათი მოსმენის საშუალება რომ გვაქვს, დიდი ფუფუნება და მოტივაციაა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფესტივალის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს და ამ ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, რომ კლასიკური მუსიკისათვის ჩვენს ქვეყანაში ასეთი განსაკუთრებული სივრცე შექმნეს“.

წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონის მრავალფეროვან პროგრამაზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საფესტივალო დღეა 2 სექტემბერი, რომელიც  ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. წელს ფესტივალის პროგრამას თეატრალური ნაწილიც დაემატა – წინანდლის ფესტივალს ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს მსახიობი ნინო კასრაძე პერფორმანსით: ჟან კოქტო – „ადამიანის ხმა“.

გამორჩეული საკონცერტო პროგრამისა და კლასიკური მუსიკის სფეროში აღიარებული მუსიკოსების მოწვევის გარდა, ფესტივალის დაარსების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.  2023 წლის საიუბილეო სეზონზე, 11 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკა კიდევ ერთხელ შექმნის ზღაპრულ და დაუვიწყარ გარემოს. 

„თიბისი კონცეპტის“  მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრები და ცალკეული ბილეთები 15%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ და წინანდლის ფესტივალს დაესწრონ. შეთავაზების დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.