fbpx

„სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“ – თიბისი კონცეპტისა და „მოგზაურის“ კიდევ ერთი ტური ისტორიის კვალდაკვალ


გააზიარე სტატია

 

მოგზაურობა ის პროცესია, რომლის დროსაც არამხოლოდ ვისვენებთ, არამედ საუკეთესო მოგონებებს ვაგროვებთ. თუ მოგზაურობისას ჩვენს ისტორიას და კულტურას ვეცნობით, ეს ამ გამოცდილებას კიდევ უფრო ღირებულს და შთამბეჭდავს ხდის. 

თიბისი კონცეპტისა“ და „მოგზაურის” ტურის შესახებ ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა კარგად იცის  – „კონცეპტ-თავგადასავალი“  მოგზაურობის მოყვარულებს საქართველოს სხვადასხვა გამორჩეული ისტორიული მხარის მონახულების და მისი მრავალმხრივ გაცნობის  შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად „კონცეპტ-თავგადასავალი“ ოთხდღიანი ტურით ტაო-კლარჯეთში გეპატიჟებათ. „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“  – ასე ჰქვია ისტორიულ ტურს ტაო-კლარჯეთში  და ის თიბისი კონცეპტისა“ და „მოგზაურის”  მესამე ტურია. მოგზაურებს მეგზურობას ისტორიკოსი ბუბა კუდავა და მუსიკოსი და ფოტოგრაფი ნოდარიკო ხუციშვილი გაუწევენ. ბუბა კუდავა ამ მხარეში 20-წლიანი მოგზაურობის, სამეცნიერო ექსპედიციების და ძეგლებისა თუ ისტორიული ადგილების კვლევების საფუძველზე დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით ჩვენი ქვეყნის წარსულში გვამოგზაურებს. 

„ტაო-კლარჯეთი თავისი 700-ზე მეტი ეკლესიით, ციხესიმაგრეებით თუ არქეოლოგიური ძეგლებით ერთი ამოუწურავი სამყაროა, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ…“ –  ასე აფასებს  ბუბა კუდავა ტაო-კლარჯეთის  ისტორიულ მხარეს.

ტაო-კლარჯეთის ტური მრავალმხრივ გამორჩეულია. გარდა ამ ადგილის ისტორიული მნიშვნელობისა, გასააზრებელია ის კონტექსტი, რასაც ტაო-კლარჯეთის წარსული განაპირობებს. ქართველებს ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის შესაძლებლობა დაახლოებით სამი ათწლეულია, რაც დაგვიბრუნდა. ჯერ იყო ოსმალეთის  და რუსეთის იმპერია, შემდეგ კი საბჭოთა რკინის ფარდა, რამაც ტაო-კლარჯეთთან განცალკევებით,  ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს დაგვაშორა. თანამედროვე ეპოქაში კი ხელახლა გვიწევს ამ საოცარ მხარესთან მიბრუნება, მისი აღმოჩენა, გაცნობა, შეცნობა, შესწავლა, შემეცნება, შეგრძნება.

ბუბა კუდავა: „აქ ყოველთვის რჩება რაღაც – უპასუხო, გრძნობასა და განცდას რომ ვერ სცდება და სიტყვად და აზრად ვერ გარდაიქმნება. 20 წელია დავდივარ, ვტკბები, ვსწავლობ, ვიკვლევ და არცერთი მორიგი სტუმრობისას არ მთავრდება ემოციათა შემოდინების პროცესი, არასოდეს ხუნდება იქ ჩასვლა და საოცარია, რომ სხვა არაერთ მეგობარს, კოლეგასა თუ უბრალოდ უცნობს, ტაო- კლარჯეთში რომ შევყრივარ, დაუმოწმებია, რომ დიახ, ისიც ასეა, არასოდეს ჰბეზრდება იქ მიბრუნება“.

ტაო-კლარჯეთის ხსენებისას, ალბათ უმეტესობას ის ძველი არქიტექტურული ძეგლები  და ციხესიმაგრეები წარმოგვიდგება თვალწინ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილ ისტორიას ინახავს. თუმცა, როგორც ჩანს,  ამ მხარეში მოგზაურებს ბევრად დიდი და ემოციურად დატვირთული  თავგადასავალი ელის. 

„ამ 4-დღიანი მოგზაურობისას ისტორიული ძეგლების მონახულებასთან ერთად, აივსები ზღვა ემოციით – სიამაყით, აღფრთოვანებით, სევდით, ბრაზით… ხელახლა მიუბრუნდები შენს თავს, ფესვებსა და საკუთარ კულტურას. და ბოლოს, დაბრუნდები სიხარულით და სინანულით – ამაზე უკეთესი რა უნდა მენახა… სად ვიყავი აქამდე… როგორ შეიძლება, ყოველმა ქართველმა ერთხელ მაინც არ მოინახულო ეს აღთქმული მხარე… ერთხელ კი არა, ორჯერ, სამჯერ, ბევრჯერ, ბევრჯერ…“ – ბუბა კუდავა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტაო-კლარჯეთის ტურს ასევე უძღვება ნოდარიკო ხუციშვილი, რომელიც მუსიკალური ნოტების პარალელურად, მოგზაურობაში შეგროვებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების დადებით გავლენებს გაგვიზიარებს. 

„სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“ თიბისი კონცეპტისა“ და „მოგზაურის” კიდევ ერთი მცდელობაა, თანამედროვე კონტექსტში აღვიქვათ და დავუახლოვდეთ ჩვენს წარსულს, გავიაზროთ ქართული კულტურის და მემკვიდრეობის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა. 

რაც შეეხება  მოგზაურობის მსურველებისათვის დამატებით ინფორმაციას, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის  20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს და ტურის ღირებულება  1 ადამიანისთვის  1680 ლარია. ტურზე რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე გრძელდება. 

დეტალებისათვის ეწვიეთ ბმულს.

 

ფოტოები: ბუბა კუდავა

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.