fbpx

“ხაშ-ხაში” – ახალი გასტრონომიული ობიექტი ვორონცოვზე


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინა გოჩიტაშვილი

თბილისში, ვორონცოვის მიდამოებში, “ფაბრიკის” გვერდით ახალი გასტრონომიული სივრცე – “ხაშ-ხაში” გაიხსნა, რომელიც მზად არის სტუმრების მისაღებად.

პატარა, საყვარელი სკვერი რესტორანს დამატებით ხიბლს ანიჭებს, მისი ინტერიერი კი მწვანე ფერთა გამასთან შერწყმულ მცენარეებთან კარგადაა კომბინირებული. თუმცა, რესტორნის მთავარი იდეა ხაშს უკავშირდება, სწორად აქედან შეირჩა სახელწოდებაც – “ხაშ-ხაში”. 

დილის ხაში  გულის ვარდიო.  მე ძირითადად ორი ტიპის ადამიანებს შევხვედრივარ, ვისაც ხაში ან ძალიან უყვარს, ან  ეზიზღება, თუმცა ამ წვნიანის სარგებლიანობაზე კამათი შეიძლება ზედმეტიც იყოს. 

იქიდან Გამომდინარე, რომ რესტორნის მეპატრონეებმა თბილისში კარგი ხაშის დეფიციტი იგრძნეს, გადაწყვიტეს, თავად გაეხსნათ რესტორანი, რომელიც სტუმრებს გემრიელი ხაშითა და ხინკლით გაუმასპინძლდებოდა. 

ჩემმა მეგობრებმაც არ დაახანეს და დილით კლუბიდან გათენებულ ნაბახუსევზე ყველაზე გემრიელი ხაშის ჭამა გადაწყვიტეს. Საბედნიეროდ, კერძმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და მძიმე თავის ტკივილი სხეულში ტემპერატურის საგრძნობმა სითბომ და ჰაერში გემრიელმა ოხშივარმა ჩაანაცვლა. 

რაც შეეხება ხინკალს, ამ შემთხვევაში უპირატესობა თიანეთის მხარეს მიენიჭა, სადაც ტრადიციულ ხინკალს დაკეპილი ხორცითა და  “კუჭის” გარეშე ამზადებენ, რაც მონელებისთვის  უფრო მარტივია, ვიდრე კუჭიანი ხინკალი. 

რა თქმა უნდა, გარდა ხაშისა და ხინკლისა, რესტორნის მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია და ქართული ტრადიციული კერძების მოდერნულ და საინტერესო ვარიაციებს გვთავაზობს. 

რაც შეეხება ხინკალს, ამ შემთხვევაში უპირატესობა თიანეთის მხარეს მიენიჭა, სადაც ტრადიციულ ხინკალს დაკეპილი ხორცითა და  “კუჭის” გარეშე ამზადებენ.

რა თქმა უნდა, გარდა ხაშისა და ხინკლისა, რესტორნის მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია და ქართული ტრადიციული კერძების მოდერნულ და საინტერესო ვარიაციებს გვთავაზობს.

“ხაშ-ხაშში” კარგ სუფრას კარგი სასმელიც უხდებაო,   ამიტომაც სასმლის მრავალფეროვან მენიუში ღვინოს მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და უპირატესობას   პატარა, თუმცა ბუნებრივ და მრავალფეროვან მეღვინეობებს ანიჭებენ.  

ასე რომ, თუ თქვენთვის კარგად ნაცნობი, თუმცა სრულიად განსხვავებული გასტრონომიული გამოცდილების მიღება მოგესურვებათ, თამამად შეგიძლიათ ეწვიოთ “ხაშ-ხაშს”. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.