fbpx

კირკე – ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და ისრაელის საელჩო წარმოგიდგენთ: დანა რუტენბერგის პროექტს “ 48 ცეკვა”


გააზიარე სტატია

პროექტი გაიმართება 25-27 სექტემბერს, სასტუმრო ხედში.

პროექტი „48 ცეკვა“ არის კრეატიული ბრმა-პაემნის თავგადასავალი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა არტისტებს ორიგინალური საცეკვაო ნაწარმოებების შესაქმნელად ორ 24 საათიან წრეში. ეს პროექტი თავდაპირველად შეიქმნა Batsheva Dance Company-თან და სხვადასხვა აკადემიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

“პროექტი 48 ცეკვა” შედგება შემოქმედების ორი 24 საათიანი “რაუნდისაგან”: საწყისი გათამაშება განსაზღვრავს შემოქმედებით გუნდებს. თითოეული ჯგუფი შედგება ქორეოგრაფისგან, “მეორე თვალისგან” (დრამატურგი/რეჟისორი/ცეკვის მკვლევარი) და მოცეკვავეების სხვადასხვა რაოდენობისგან. შემდეგ, შედგენილია შექმნის პარამეტრები. მათ შორისაა სივრცითი და თემატური შეზღუდვები/გამოწვევები. მას შემდეგ საჯარო გამოფენამდე, თითოეულ გუნდს აქვს 24 საათი იმისათვის, რომ შექმნას საცეკვაო ნაწარმოები, რომელიც უნდა შესრულდეს პირდაპირ ეთერში.

უფრო დეტალურად: პირველი დღე იწყება სხვადასხვა რაოდენობის მოცეკვავეებით ჯგუფების ჩამოყალიბება და რეპეტიცია. ჯგუფების არჩევიდან ზუსტად 24 საათის შემდეგ ტარდება პირველი ღია ჩვენება, აქამდე მოცეკვავეებს კი აქვთ დრო სამი სარეპეტიციო რაუნდის განმავლობაში შექმნან ცეკვა. ზუსტად იგივე ნაირად მეორე 24 საათი იწყება პირველი ღია ჩვენების დასრულების შემდეგ. ირჩევა ახალი ჯგუფები და მათ აქვთ ისევ 24 საათი მეორე ღია ჩვენებამდე.

პროექტისთვის კირკე აცხადებს მიღებას 16 მოცეკვავის, 5 ქორეოგრაფის, 5 რეჟისორის. მონაწილეების მსურველებს შეგიძლიათ ეწვიოთ პლატფორმის სოციალურ ქსელებს ან დაუკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

  • აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
  • აპლიკაციის ფორმა.

 

დანა რუტენბერგს აქვს ბაკალავრი ცეკვაში კოლუმბიის უნივერსიტეტიდან და სახვითი ხელოვნების მაგისტრი ცეკვაში ჰოლინსის უნივერსიტეტიდან. როგორც 2000-2003 წლებში ნიუ-იორკში დაფუძნებული საცეკვაო ჯგუფის, The Red Hill Project-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, მან შექმნა ნამუშევრები, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა დარბაზში აშშ-სა და კანადაში.

2003 წელს ისრაელში დაბრუნების შემდეგ იგი ასწავლიდა, ატარებდა სემინარებს და სხვადასხვა ფესტივალებისთვის იყო ქორეოგრაფი. მათ შორის: Batsheva Dance Ensemble, Intima Dance Festival, International Exposure, Curtain Up Festival, Dance Arena Festival.

დანა არის პროექტი „48 Dance“-ის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თავდაპირველად შეიქმნა Batsheva Dance Company-თან და სხვადასხვა აკადემიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით. იხილეთ ქორეოგრაფის სრული ბიოგრაფია.

 

პროექტის მხარდამჭერია: Israel in Georgia , Khedi Hotel , თბილისის მერია / Tbilisi City Hall

 

განრიგი:

25 სექტემბერი

  • 17:00 შეხვედრა + ჯგუფების შერჩევა + თემის გაცნობა
  • 17:30-18:00 გახურება
  • 18:00-22:00 პირველი რაუნდი – რეპეტიცია

26 სექტემბერი

  • 8:00 საერთო საუზმე
  • 8:45-9:30 გახურება
  • 9:30-13:00 პირველი რაუნდი – რეპეტიცია
  • 13:00-13:45 საერთო სადილი
  • 13:45-16:30 პირველი რაუნდი – რეპეტიცია
  • 20:00-21:00 პირველი ღია ჩვენება + ჯგუფების შერჩევა + მეორე თემის გაცნობა
  • 21:30-24:00 მეორე რაუნდი – რეპეტიცია

27 სექტემბერი 

  • 9:00 საერთო საუზმე
  • 9:45-10:30 გახურება
  • 10:30-14:00 მეორე რაუნდი – რეპეტიცია
  • 14:00-14:45 საერთო სადილი
  • 14:45-17:30 მეორე რაუნდი – რეპეტიცია
  • 21:00-22:00 მეორე ღია ჩვენება

 

ღია ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარი.

https://fb.watch/n1cvdsv3Tq/?mibextid=MxB9DX

სოციალური ქსელები:

https://www.facebook.com/Circeplatform

https://www.instagram.com/circeplatform/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.