“თიბისი კონცეპტის” მხარდაჭერით Tbilisi Gastro Week 2023 გაიმართება
კულინარია ქვეყნის ტრადიციული და კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. დროსთან ერთად შეიცვალა კულინარიის მასშტაბები და ის თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
1 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი მეორე საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს. Tbilisi Gastro Week ყოველწლიური კულინარიული ექსტრავაგანზაა, რომელიც თანამედროვე კულინარიის ფენომენს შთამბეჭდავი ფორმით წარმოაჩენს – ერწყმის ადგილობრივ მრავალფეროვან გასტრონომიულ კულტურას და აერთიანებს მსოფლიო დონის ცნობილ შეფმზარეულებს.
Tbilisi Gastro Week ის მოვლენაა, რომელიც კულინარიული ხელოვნების მოყვარულებს გამორჩეულ გამოცდილებას ჰპირდება, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი ახალ პერსპექტივებს აჩენს. Tbilisi Gastro Week-ის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალის პარტნიორია წამყვანი საერთაშორისო გასტრონომიული კომპანია – Bon Vivant Communications.
Tbilisi Gastro Week-ის გენერალური პარტნიორია “თიბისი კონცეპტი”, რომელიც წლების განმავლობაში კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად პოზიციონირდა.
რაც შეეხება Tbilisi Gastro Week-ის პროგრამას, ღონისძიება მოიცავს ექსკლუზიური ვახშმების სერიას, რომლებზეც საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს სინთეზი იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო და ადგილობრივი ცნობილი შეფებისგან დაკომპლექტებულ წყვილებს თბილისის ხუთი წამყვანი რესტორანი უმასპინძლებს.
თეკუნა გაჩეჩილაძე, შეფმზარეული:
“დარგის პროფესიონალებისთვის კულინარიის არსი მდგომარეობს ტრადიციასა და ინოვაციებს შორის ბალანსის შენარჩუნებაში. ჩვენ მუდმივად უნდა დავიცვათ შემოქმედითობის, მდგრადობისა და ადაპტაციის პრინციპები. თანამედროვე მომხმარებლებისა და ინდუსტრიის მოლოდინის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია მსოფლიოში არსებული კვების ტენდენციების ჩვენს სამზარეულოებში ინტეგრაცია. თუმცა ამავდროულად, მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაც.“
ლევან ბუაძე, შეფმზარეული:
“დღესდღეობით კულინარიაში ჩემთვის ავთენტურობა და უბრალოება განსაკუთრებით მიმზიდველია. პროდუქტის შესაბამისი იერსახით თეფშზე გადმოტანა, რა თქმა უნდა, მიმზიდველია, მაგრამ ე.წ. Down to Earth კონცეპტი, ვფიქრობ, მეტად პრიორიტეტული ხდება. Tbilisi Gastro Week-ის მსგავსი ღონისძიებები უდავოდ მნიშვნელოვანია. ახალ თაობას მეტად უნდა დავანახოთ ის გამოცდილება და მნიშვნელობა, რასაც ჩვენი სფეროდან ვიღებთ. Sharing is caring-ის დამწყები შეფები მსგავსი ღონისძიებებიდან უფრო მეტს ისწავლიან, განვითარდებიან და დავინახავთ, რომ ჩვენზე წინ არიან. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეგრძნება იქნება”.
Tbilisi Gastro Week-ის მონაწილეებს შორის აღსანიშნავია ალეხანდრო სერანო, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა შეფია. მისი ხედვით, დროსთან ერთად კულინარია კიდევ უფრო დაუახლოვდება ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას და მეტად კრეატიულ ფენომენად იქცევა.
ალეხანდრო სერანო:
“Tbilisi Gastro Week მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ სტუმრებს სასიამოვნო გამოცდილებას ჰპირდება, არამედ იმიტომ, რომ შეფებს აერთიანებს. ეს ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაა, რომლის დროსაც თითოეული შეფი იზრდება როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად და შედეგად ეს ინდუსტრიის განვითარებაზე აისახება”.
Tbilisi Gastro Week-ის მონაწილეთა შორის არის ჰოლანდიელი შეფი მაიკლ ვან დერ კროფტი, რომელიც კერძებს ორიგინალური და ინდივიდუალური კულინარიული ფილოსოფიით ქმნის.
მაიკლ ვან დერ კროფტი:
“ვფიქრობ, სოციალური მედიის განვითარებამ მომხმარებლების ცნობადობა კულინარიასა და გასტრონომიაზე გაზარდა. გაიზარდა მათი სტანდარტებიც – ისინი უნიკალური გემოების კომბინაციას და ინოვაციურ ტექნიკას ეძებენ. Tbilisi Gastro Week შეფებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი გამოცდილება, უნარები და კრეატიულობა დიდ აუდიტორიას გაუზიარონ. ეს არის ღონისძიება, რომელიც შეფებს იდეების გაცვლის, ერთმანეთისაგან რაღაც ახლის სწავლის და შთაგონების მიღების შესაძლებლობას აძლევს”.
Tbilisi Gastro Week 2023-ის სიახლეა Star Chefs’ Street Edition, რომელიც სტუმრებს შეუდარებელ გასტრონომიულ მოგზაურობას ჰპირდება. ღონისძიების 2023 წლის სეზონის კიდევ ერთი სიახლეა კონკურსი ახალბედა შეფებს შორის – Young Chefs’ Contest, რომლის გამარჯვებულიც ერთი თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის პორტუგალიაში, ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში – Ocean – შეფ ჰანს ნოინერის ხელმძღვანელობით. კონკურსანტებს ადგილობრივი და საერთაშორისო შეფებისგან შემდგარი ჟიური აფასებს.
Tbilisi Gastro Week 2023-ის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.