fbpx

სპორტფესტ 3 იწყება


გააზიარე სტატია

23 და 24 სექტემბერს დედა ენის ბაღში პირველი სპორტული ფესტივალი – სპორტფესტი ბრუნდება. სპორტფესტი პირველად 2022 წელს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 60ზე მეტმა სპორტულმა ორგანიზაციამ და 15000 ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს სპორტის ენთუზიასტები, პროფესიონალები, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები.

ფესტივალი არის ადგილი სადაც სტუმრებს შეუძლიათ გამოსცადონ თავი უამრავ სპორტში, ჩაერთონ თამაშებში და შეჯიბრებში, აღმოაჩინონ ახალი სპორტი, შეხვდნენ კარგად ნაცნობ წარმატებულ სპორტსმენებს. სპორტულ ორგანიზაციებს საშუალება აქვთ მეტი ადამიანი დააინტერესონ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით.

წელს სპორტფესტი უფრო მასშტაბურია. დაემატა იუსტიციის სახლის პარკინგის ტერიტორია, სადაც მოეწყობა მოედნები. სპორტული ფედერაციები, სკოლები, კლუბები, სავარჯიშო დარბაზები და მაღაზიები უამრავი გასართობი აქტივობით და სიურპრიზით ეცდება ნებისმიერი ასაკის და ინტერესის სტუმარი დააკავშიროს სპორტთან.

სპორტული აქტივობების გარდა ადგილზე მოეწყობა, კვების ობიექტები და გასართობი და სათავგადასავლო აქტივობები. ყველა ასაკის ადამიანს
შეეძლება ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს დაესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები.
სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ხალხი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.

ფესტივალი ჩატარდება 23 და 24 სექტემბერს აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე და 20:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.