fbpx

ელენე ჩანტლაძის გამოფენა Kunsthalle Zurich-ში


გააზიარე სტატია

 

LC Queisser – თბილისი წარმოგიდგენთ  ელენე ჩანტლაძის პირველ ინსტიტუციონალურ გამოფენასრომელსაც Kunsthalle Zurich უმასპინძლებს. გამოფენა სახელწოდებით As in a melody or a Bird’s Nest მიმდინარე წლის 7 ნოემბერს გაიხსნება.

ექსპოზიცია ელენეს  შემოქმედების  პირველი ვრცელი მიმოხილვაა, სადაც ასამდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.   გამოფენის კურატორია ოტო ბონენი

“… ჩანტლაძის შემოქმედება არ შემოიფარგლება კონკრეტული მედიით, მისი ნამუშევრები  ფიქრით  და სერიოზულობით აღინიშნება, რაც უწყვეტად ჩანს  მის ნახატებში.  აქ ვერ ვხედავთ სტილის ძიებას თუ აღმოჩენის ფაზებს. მხატვრის შემოქმედება გაჯერებულია ნდობით საკუთრივ  პროცესის მიმართ,  რაც მის ყველა ნახატში შესამჩნევია. ეს არის ცხოვრებისეული  გამოსახულებები ხელოვნებაში წარმოჩენილი   და უკავშირდება  პრინციპს –   აქ და ახლა”.  – აღნიშნულია  გამოფენის პრესრელიზში. 

გამოფენა გაგრძელდება 2024 წლის იანვრამდე.  

გამოფენაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად  ეწვიეთ Kunsthalle Zurich-ის  ვებგვერდს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.