fbpx

ნიკო კალანდაძის ფოტო არქივი


გააზიარე სტატია

ნიკო კალანდაძის ფოტო არქივი უნიკალური კოლექციაა, რომელიც მოიცავს 25 წლის მანძილზე გადაღებულ ფოტოებს. ეს არქივი ინახავს შესანიშნავ ვიზუალურ მასალებს, რომლებიც ასახავს ქალაქისა და მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებას.

საბჭოთა აღლუმები, ქორწილები, ქარხნების მუშები, მეგობრების შეკრება და პიკნიკები – კალანდაძე დეტალურად აღწერს თავის გარშემო არსებულ ამ გავრცელებულ მოვლენებს, რაც საშუალებას გვაძლევს ღრმად შევხედოთ საბჭოთა პერიოდის ბოლო ათწლეულებს და პოსტსაბჭოთა რეალობას. ნიკო კალანდაძე ფოტოგრაფიით 1978 წელს, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დაინტერესდა.

რამდენიმე თვის შემდეგ ის უკვე მუშაობდა ქალაქ გორში რამდენიმე გაზეთის შტატგარეშე თანაშემწედ. მისი მთავარი მოვალეობა იყო ,,გულმოდგინე მუშაკების” პორტრეტების გადაღება და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღონისძიებები, თუმცა იმავდროულად ის თავისთვის ბევრს იღებდა ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას.

მისი ფოტოები ინტიმურ გარემოში მყოფი ადამიანების ძალიან ნათელი და რეალისტური სურათებია, იქნება ეს ქარხნის თანამშრომელი შესვენებისთვის, თუ ბედნიერი წყვილი ქორწილის დღეს. კალანდაძის არქივი ერთგვარი ემოციური კალეიდოსკოპია, სადაც გამუდმებით ერთმანეთში ერწყმის სევდა, სიხარული, იუმორი და ტრაგედია. უნდა გამოვყოთ გორელების პორტრეტების სერია, რომელსაც კალანდაძე წლების განმავლობაში იღებდა.

გარდა მხატვრული ღირებულებისა, ნიკო კალანდაძის არქივი გამოირჩევა იმით, რომ მის ფოტოებზე ასახული ნამდვილი საბჭოთა საქართველო მკვეთრად ეწინააღმდეგება რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანის მიერ წარმოდგენილ საქართველოს. კალანდაძის ფოტოებზე ჩანს ბნელი ქუჩები, დანგრეული ქარხნები და საერთო აპათია, რომელიც ავსებს სსრკ-ს სევდიანი დასასრულის ისტორიას.

ნიკო კალანდაძე დაიბადა 1957 წლის 28 აპრილს გორში. 70-იანი წლებიდან აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებთან – „გამარჯვება“, „ფეიქარი“ და „კომუნისტი“. კალანდაძე ამჟამადაც გორში ცხოვრობს და ძირითადად ვიდეოხელოვნებით არის დაკავებული.

© nik’o k’alandadze

 

ნიკოს წიგნის შეძენა შესაძლებელია გორის ხელოვნების სახლის ონლაინ მაღაზიაში


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.