სტუდენტური კინოფესტივალის, “ამირანის” გამარჯვებულები – 2023
სტუდენტური კინოფესტივალი “ამირანი” თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე მე-16 სეზონია ტარდება.
„ამირანი“ არის პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისთვის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიის წინაშე, გაიცნონ უცხოელი კოლეგები და საერთაშორისო მასშტაბით დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები მომავალი პროექტების განსახორციელებლად.
გაგაცნობთ წლევანდელი საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულებს:
დიპლომი საუკეთესო ხმის დიზაინი – “ფაბრიკა”, გერმანიის კინო-ტელესკოლა
დიპლომი საუკეთესო ოპერატორისთვის – ლიეტუვის კინოსკოლა
დიპლომი საუკეთესო რეჟისორისთვის:
- პირველი ადგილი: “გულის ხმა”, ლევან ჭყონია
- მეორე ადგილი: By the Rivers – ლონდონის კინოსკოლა
საუკეთესო ანიმაცია – Toniebedzie, ლოძის კინოსკოლა (პოლონეთი)
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – “საკუთარ ფილმში ჩარჩენილი”, რუმინეთის კინოსკოლა
საუკეთესო მხატვრული ფილმი – Unkraut, გერმანიის კინოსკოლა
ჟიურის სპეციალური პრიზი – We Need to Talk, ისრაელის კინოსკოლა
გრანპრი – Dead marriage, პოლონეთი, ლოძის კინოსკოლა
ფიჩინგ-ფორუმის მონაწილეების ნომინაციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- პირველი ადგილი: მარიამ ნიკოლაიშვილი – “ოპერაცია “ჩემპიონი”, ფულადი ჯილდო – 5 ათასი ლარი
- მეორე ადგილი: დეა ჭოლოკავა – “ზედმეტად ახლოს ცასთან”, ფულადი ჯილდო – 3 ათასი ლარი
- მესამე ადგილი: სოფო ჩხეიძე – “გადამფრენი ფრინველები”, ფულადი ჯილდო – 2 ათასი ლარი